უილიამ ფოლკნერის მოსაზრებები…
„სიბერის ჟამს ყველა ხელახლა აფასებს თავის ცხოვრებას; როდესაც უკვე საკმაოდ მოხუცი ხარ და ის ცეცხლი,ხორციელი სიამოვნების ძალას რომ განიჭებდა,დაშრეტილია,ისღა დაგრჩენია,გაიხსენო,რაც ჩაგიდენია და დაფიქრდე,თუ რატომ სჩადიოდი,ღვთისა და კაცის წინაშე,ასეთ რამეებს; ამითღა უნდა იცხოვრო, და მგონია,ესაა მიზეზი იმ ხშირი,აუხსნელი თვითმკვლელობებისა.ამ ადამიანებს ბინძური დანაშაული მიუძღვით და ახლა ამ ბინძური დანაშაულის ტვირთი უნდა ზიდონ.ეს აგრძნობინეთ,რომ ასე ცხოვრება ფუჭია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ …ადამიანი უბედურებათა ჯამია”.
* * *
„გადავარჩინოთ პიროვნება არარაობად ქცევისაგან,სანამ გვიანი არ არის და ადამიანურობა არ გაჰქრობია,კაცი რომ ჰქვია”.
* * *
„ადამიანს ვერ გადავაწყდი ვერსად.ადამიანობას რომ შევყროდი სადმე,კიდეც აღმოვაჩენდი”.
* * *
„ადამიანი არასოდეს დაიღუპება,ჯერ მარტო იმიტომ,რომ თავისუფლებას ეტრფის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველი ჩვენგანი სრულქმნილებაზე ოცნებობს და ყველა დამარცხდა”.
* * *
„არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე იმით,რასაც აკეთებ,რადგან ის არასდროს იქნება ისეთი კარგი,როგორიც შეიძლება ყოფილიყო”.
* * *
„ნუ შეეცდები იყო უკეთესი,ვიდრე შენი თანამედროვენი არიან,ან წინამორბედები იყვნენ”.
* * *
„ყველა ქვეყანას დაუდგება დრო,როცა უნდა გაუძლოს რაიმეს”.
* * *
„ის,რომ კაცს აქვს ძალა – ამოირჩიოს და სიმამაცე – მოკვდეს თავისი არჩევანისათვის – არის,ჩემი შეხედულებით,კაცობა.ამიტომაც მწამს,რომ ადამიანი გადარჩება. ბედისწერა… ხან ბედისწერა მარტო სტოვებს ადამიანს.ადამიანი ბედისწერას არასდროს არ უნდა დაეყრდნოს.თავისუფალი არჩევანის ნება ყოველთვის აქვს და, ვიმედოვნებ,იმდენი სიმამაცეც,რომ მოკვდეს თავისი არჩევანისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)