როგორ შეალახინა კურტიზან ქალს არისტოტელემ საკუთარი ღირსება?
როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს,გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსსა და მოაზროვნეს – არისტოტელეს (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები) სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ ერთობ უარყოფითი და ცივი დამოკიდებულება გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ამაყი ფილოსოფოსი ღვთის ამ უმშვენიერეს ქმნილებებს ველურ და მსუბუქი ყოფაქცევის მქონე არსებებად მიიჩნევდა და საკუთარ მოწაფეებს მუდამდღე შთააგონებდა,რომ არასოდეს მოქცეულიყვნენ მათი გავლენის ქვეშ. „მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ძალიან ცუდ გავლენას ახდენენ მამრობითი სქესის წარმომადგენელთა პიროვნების ფორმირების პროცესშიო”, – აცხადებდა იგი.ცნობილია ისიც,რომ არისტოტელეს აღზრდილის – ალექსანდრე მაკედონელის საყვარელ ქალს,სანამ ის აზიურ ლაშქრობას დაიწყებდა,გასაოცარი სილამაზის მქონე თესალიელი როსკიპი გოგონა – კამპასპა (ძვ.წ.აღ-ით 370-306 წლები) წარმოადგენდა.არისტოტელე მის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას არასოდეს მალავდა და მაქსიმალურად ცდილობდა,რომ ალექსანდრესა და კამპასას შორის შუღლი ჩამოეგდო და ისინი ერთმანეთისათვის დაეშორებინა.ფილოსოფოსი თავის აღზრდილს გამუდმებით უჩიჩინებდა,რომ ალექსანდრეს საყვარელი ქალი შესაძლოა მისი დაღუპვის მიზეზიც კი გამხდარიყო.მშვენიერმა კამპასპამ შესანიშნავად უწყოდა,რა დამოკიდებულება გააჩნდა არისტოტელეს გოგონას მიმართ და ისიც კარგად უწყოდა,თუ როგორ ცდილობდა მაკედონელის აღმზრდელი მათ შორის კავშირის გაწყვეტას,რის გამოც ბრძენ ფილოსოფოსზე შურისძიება გადაწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი) შურის საძიებლად კი მან ერთობ დახვეწილი მეთოდი შეარჩია… მზაკვარმა როსკიპმა გოგონამ მთელი თავისი შესაძლებლობები გამოიყენა არისტოტელეს მოსახიბლად და დასამორჩილებლად.მათ შორის,რაღა თქმა უნდა,თავისი განუმეორებელი მშვენიერება და უკიდეგანო ცბიერება.რამდენიმე ხანში ამაყი და ამპარტავანი სწავლული მისდა უნებურად კამპასპას სიყვარულმა არა მხოლოდ დაიპყრო,არამედ თავიც კი დააკარგვინა.იმისათვის,რომ კამპასპას არისტოტელესათვის საპასუხო გრძნობითვე ეპასუხა,მან ფილოსოფოსს ერთობ უცნაური და ყოველი თავმოყვარე ადამიანისათვის შეურაცხმყოფელი წინაპირობა წაუყენა: არისტოტელე ოთხზე უნდა დამდგარიყო,როგორც სახედარი და საკუთარი ზურგით ეტარებინა უზომოდ შეყვარებული სატრფო ალექსანდრეს სასახლის ირგვლივ.ვნების მწველმა სიძლიერემ სიყვრაულისაგან თავდავიწყებული ძველ ბერძენი მოაზროვნე შეთავაზებულ წინადადებას იძულებით დაათანხმა.არისტოტელემ პირობა შეასრულა და ერთ დღეს,ალექსანდრეს სასახლის ამწვანებულ ბაღში ოთხზე დამდგარმა მოხუცმა როსკიპი გოგონა საკუთარი ზურგით ატარა.ღირსების შემლახველ ამ ამაზრზენ ქმედებას სასახლის ფანჯრიდან თვალს ადევნებდა თავად მაკედონელი.როდესაც დამცირებული და მიწასთან გასწორებული ფილოსოფოსი თავისი აღზრდილის მზერას გადააწყდა,გულმოკლულმა საზარლად შესძახა მას: „აი,საკუთარი თვალით ხომ ხედავ,თუ რა დღეში ჩეიძლება ჩააგდოს მაცდურმა ქალმა დიდი გამოცდილების მქონე მოხუცი და ბრძენი ადამიანი?! და შენ წარმოიდგინე,რად შეიძლება გაქციოს თავად,ახალგაზრდა კაცი – ალექსანდრევ!”
ალექსანდრემ არისტოტელეს მაგალითით საბოლოოდ დაასკვნა,თუ რაოდენ დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მაცდურ ქალს მამაკაცზე, და, თუ როგორ შეუძლია მას ფეხქვეშ გაიგოს ამაყი ადამიანის უმწიკვლო ღირსებაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)