კარლ მარქსი – „ეპიზოდი”
ლონდონში ცხოვრების პირველ ათ წელიწადში,კომუნიზმის თანამედროვე იდეების ფუძემდებელ ებრაული წარმომავლობის მქონე გერმანელ ფილოსოფოსსა და პოლიტიკურ თეორიტიკოსს – კარლ მარქსს (1818-1883 წლები) გარდა უკიდურესი სიდუხჭირისა,განუზომელი ტრაგედიებიც დაატყდა თავს. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ იყო და, 1850 წელს გარდაეცვალა ვაჟი – ჰენრი ედვარდ გაი (გვიდო); 1852 წელს აღესრულა მარქსის ქალიშვილი – ჟენი ეველინ ფრენისისი (ფრანცისკა); 1855 წელს ამიერს გამოეთხოვა სულ რაღაც 9 წლის ასაკში მყოფი ფილოსოფოსის უსაყვარლესი ვაჟიშვილი – ედგარი.ამ საზარელმა ტრაგიკულმა მოვლენებმა მარქსი უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა,თუმცა იმედს იმისა,რომ ამქვეყნად რაიმე გონივრულის გაკეთების შესაძლებლობა კვლავაც მიეცემოდა,არას დიდებით არ კარგავდა „მოსიყვარულე გულის მქონე” ფილოსოფოსი (ასე მოიხსენიებდა მარქსს ლენინი).
„მე მრავალი უბედურება გადამხდა თავს, – წერდა იგი ედგარის გარდაცვალების ჟამს თავის უერთგულეს და მზრუნველ მეგობარს – ფრიდრიხ ენგელსს, – მაგრამ მხოლოდ ახლა გავიგე,რა ყოფილა ნამდვილი უბედურება… იმ საშინელი ტანჯვისას,რაც ამ დღეებში განვიცადე,გულს მიმაგრებდა შენზე,შენს მეგობრობაზე ფიქრი… გულს მიმაგრებდა იმედი,რომ ჩვენ ერთად ამ ქვეყნად რაიმე გონივრულს კიდევ გავაკეთებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)