იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის „მეფე-მზედ” წოდებული მონარქი – ლუი XIV დე ბურბონი,რომელიც უხვად ასაჩუქრებდა მისდამი ლოიალურად განწყობილ დიდგვაროვნებს,იმისათვის,რომ ერთგული ქვეშევრდომების გული კიდევ უფრო მოეგო,მათთვის ერთობ უჩვეულო თანამდობებს იგონებდა.მაგალითად,ერთ-ერთ დიდებულს მეფის ოჯახის მცველის პოსტი ეკავა,მეორეს – მეფის პარიკის მცველისა,მესამეს – მეფის ხელჯოხის მცველის,მეოთხეს – მეფის ღამის ქოთნის მეთვალყურის და ასე შემდეგ…
* * *
2. „მოქალაქეებსა და ჯარისკაცებს ყელი გამოვღადრეთ,არც ერთ დედას არა ჰყავს ვაჟიშვილი”. – ამ ორიოდე ამაზრზენი სიტყვით ამცნო ესპანეთის მეფეს – ფილიპე II-ს კონტრრეფორმაციის ეპოქის ესპანელმა მხედართმთავარმა – ფერნანდო ალვარეს დე ტოლედო ალბამ ნიდერლანდური ქალაქების – ცუტფენისა და ნარდენის დაპყრობა.
* * *
3. ინგლისის სამოქალაქო დაპირისპირების ჟამს,ინგლისელი სამხედრო და პილიტიკური ლიდერის – ოლივერ კრომველის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარისკაცებს,მათ მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და სიმტკიცისათვის – „რკინისგვერდიანებად” მოიხსენიებდნენ.
* * *
4. ძველ რუსეთში სიტყვა „პრავდა” გარდა ჩვენთვის ნაცნობი მნიშვნელობისა (სიმართლე) ნიშნავდა აგრეთვე კანონს,წესდებას.ამიტომ ისინი თავიანთი უძველესი კანონების კრებულს – „რუსკაია პრავდას” უწოდებდნენ.
* * *
5. როგორც ცნობილია,აცტეკების მეურნეობაში წამყვანი ადგილი მიწათმოქმედებას ეკავა და შესაბამისად,დიდი გულისყურითაც უდგებოდნენ სოფლის მეურნეობის ამ უმნიშვნელოვანეს დარგს.მათ გააჩნდათ ტივებზე განთავსებული მოცურავე ბოსტნები,რომელთაც – „ჩინამპად” მოიხსენიებდნენ.იგი წარმოადგენდა ლარტყებისაგან შეკრულ ტივს ან დაწნულ ლერწამს,რომელზედაც ლამში შერეულ მიწას აყრიდნენ.ასეთ რამდენიმე ერთად შეკრულ ტივს აცტეკები ტბის ფსკერზე ჩასობილ ხიმინჯებზე ამაგრებდნენ. „ჩინამპაზე” (მცურავ ბოსტნებზე) მათ მოჰყავდათ სხვადასხვა დასახელების სოფლის სამეურნეო პროდუქტი – პომიდორი,ლობიო,კარტოფილი,გოგრა და სხვა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ,კატა და ვირი პირველად ადამიანის მიერ მოშინაურებული იქნა აფრიკის კონტინენტზე.
* * *
7. XVII საუკუნეში იაპონიაში გაბატონებული კლასის – ფეოდალების დევიზი გახლდათ: „გლეხი ქუნჯუკის მარცვალივითაა,რაც უფრო მაგრად მოუჭერ ხელს,მით უფრო მეტს გამოსწურავ!”
* * *
8. „მოუსყიდავისა” და „უანგაროს” მეტსახელებით ცნობილმა დიდი ფრანგული რევოლუციის ლიდერმა – მაქსიმილიან რობესპიერმა,რომელმაც პირად ცხოვრებას რევოლუციის ერთგული სამსახური არჩია,ხელისუფლების უმაღლეს სათვეს კი მიაღწია,მაგრამ მიუხედავად ამისა,იგი კვლავაც ძველებურად დურგალ დიუპლეს ფიცრულ ფლიგელში აგრძელებდა ცხოვრებას და არა ფუფუნებაში.
* * *
9. როგორც ცნობილია,ნიდერლანდების სამეფო ზღვის დონიდან დაბლა მდებარეობს.საუკუნეების მანძილზე წყალი წალეკვას უქადდა აღნიშნულ ქვეყანას,რის გამოც მკვიდრი მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში არაადამიანური შრომის შედეგად თითოეულ გოჯ მიწას ჰგლეჯდა ზღვას.შემდეგ აშრობდნენ მათ და კაშხლებით ღობავდნენ.მოგვიანებით,შრომისმოყვარე ნიდერლანდელმა ხალხმა ეს ადგილები ბაღნარებად აქცია.ამიტომაც აცხადებენ ისინი დღემდე ამაყად – „ღმერთმა შექმნა ზღვა,ჩვენ კი ხმელეთიო”.
* * *
10. საფრანგეთში პერიოდული გაზეთის პირველი გამომცემელი გახლდათ თანამედროვე ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი ექიმი და გამომცემელი – თეოფრასტე რენოდო.სწორედ მის სახელთან ასოცირდება პირველი ევროპული გაზეთის (თანამედროვე გაგებით) „La Gazette”-ს გამოშვება 1631 წლის 30 მაისს. – (ავტორი გენია.ჯი)