ოიოს იმპერია – „ეპიზოდი”
აფრიკის კონტინენტზე,კერძოდ კი,თანამედროვე ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთითა და ბენინის აღმოსავლეთით განთავსებულ ტერიტორიებზე იორუბას ხალხის მიერ XV საუკუნეში დაარსებული იქნა (ფუნქციონირებდა XIX საუკუნის ბოლომდე) – ოიოს იმპერია,რომელსაც – „ალაფინი” („სასახლის უფროსი” – იგივე მეფე) განაგებდა. (ავტორი გენია.ჯი) ალაფინის ძალაუფლებას ერთადერთი რაც ზღუდავდა,გახლდათ 7 კაცისაგან შემდგარი დიდებულთა საბჭო,სახელწოდებით – „ოიო მესი”.იმ შემთხვევაში,თუ მმართველი მათთვის არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებდა,ალაფინთან „ოიო მესი” თუთიყუშის კვერცხს ან გულამოცლილ კვერცხს გზავნიდა იმის ნიშნად,რომ ხალხი უკვე ძალიან გადაიღალა მეფის მმართველობით და დრო იყო მას „დაეძინა”,ანუ სიცოცხლე სუიციდით დაესრულებინა.ოიოს სამეფოს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა იმისა,რომ ალაფინმა „ოიო მესის” მიერ გაგზავნილი „საჩუქარი” არ მიიღო და იმის ნაცვლად,რომ თავი მოეკლა,პირიქით,დიდებულები გაჟლიტა. – (ავტორი გენია.ჯი)
ოიოს იმპერიის მმართველი – „ალაფინი”