რა მოუწოდა ადოლფ ჰიტლერმა სტალინგრადში ტყვედ ჩავარდნილი გერმანელი ჯარისკაცების მეუღლეებს?
ნაცისტური გერმანიის მესამე რაიხის პოლკოვნიკი და პაულიუსის მე-6 არმიის პოლკის მეთაური – ლუიტპოლდ შტაიდლე (1898-1984 წლები),რომელსაც მოგვიანებით გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა,მის მიერ დაწერილ მემუარებში,სახელწოდებით – „ვოლგიდან ვაიმარამდე”,სხვა მრავალ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან ერთად ერთ ფრიად საყურადღებო და საინტერესო ცნობა აქვს მოწოდებული სტალინგრადის ბრძოლისშემდგომი ფაქტის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) სტალინგრადთან სასტიკმა მარცხმა მიზანთროპი ჰიტლერი წყობილებიდან გამოიყვანა.მისი განრისხება განსაკუთრებით იმ ფაქტმა გამოიწვია,რომ ათიათასობით გერმანელი ჯარისკაცი ტყვედ იქნა აყვანილი წითელი არმიის მიერ.მესამე რაიხის ტყვედ აყვანილი „უძლეველი” მეომრები პათოლოგმა ფიურერმა,რაც არ უნდა საკვირველი იყოს (მისგანაც კი), – გარდაცვლილებად გამოაცხადა და მათ მეუღლეებს შემდეგი მოწოდებით მიმართა: „არაფერი უშლის ხელს თქვენს ხელახალ ქორწინებას! თქვენი ქმრები დაიღუპნენ!” – ამ გამაოგნებელმა მოწოდებამ სრულიად ცხადყო იმ სიტყვების სინამდვილე,რომელსაც ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებამდე ამბობდა: „თუ ოდესმე გამოვაცხადე ომი,ვერაფერი შემაჩერებს,თუნდაც 10 მილიონი ჭაბუკის ბედი,რომლებსაც სასიკვდილოდ გავგზავნი!” – (ავტორი გენია.ჯი)