სტეფან მალარმე – „ოხვრა”
ო, ჩემო მშვიდო დაო, მე შენი შუბლი მათრობს,
იქ მოფენილი ჭორფლით თვლემს ოქტომბერი სათნო.
ანგელოსური მზერის დაუსაბამო წიაღს
სული მიელტვის ისე, როგორც შადრევანს მიაქვს
სევდიან ბაღში ოხვრად ლაჟვარდისაკენ ჭავლი!
ლაჟვარდისაკენ, სადაც ჯერ არ გასვლია ყავლი
ოქტომბერს, იმის ციაგს და თრობას ანდამატურს,
მიბნედილობას ცისას, ტბის მკერდზე გადახატულს,
სადაც ფოთოლი მიჰქრის და სულთმობრძავი ყვინთავს,
სხივადქცეულმა მზეზე რომ იკამკამოს ყვითლად.