XVII საუკუნის საფრანგეთში მიღებული თავაზიანობის ერთ-ერთი წესი
XVII საუკუნის საფრანგეთში კეთილშობილი და ზრდილი მამაკაცი თავის დღეში არასოდეს მიუჯდებოდა სუფრას თავშიშველი,რადგან ასე მოითხოვდა იმ პერიოდში დამკვიდრებული წესი. (ავტორი გენია.ჯი) ამავე წესის თანახმად,სუფრასთან მჯომი მამაკაცი ვალდებული იყო ყოველ წუთს მოეხადა ქუდი,როცა კი მეზობელი კერძს მიაწოდებდა,ანდა,როდესაც თავად მიართმევდა ხოლმე. 1702 წელს საფრანგეთში გამოქვეყნებული იქნა ბარონი დე კურტენის მიერ დაწერილი ცნობილი ტრაქტატი,სახელწოდებით – „საფრანგეთში მიღებული თავაზიანობის წესები”,რომელშიაც ავტორი სუფრაზე მოქცევის წესების შესახებ გარკვევით წერდა: „როს დიდგვაროვანი გვამი ვინმეს სადღეგრძელოსა სვამს,ანდა თავად თქვენ გადღეგრძელებთ ხოლმე,ქუდი უნდა მოიხადოთ და დავდახრილი იჯდეთ,სანამ იგი სასმისს გამოცლიდეს… თუ გამოგელაპარაკათ,ქუდი მაშინაც უნდა მოიშვლიპოთ და ეცადოთ,ლაპარაკის დროს პირი გამოტენილი არ გქონდეთ.ასე უნდა მოიქცეთ მანამ,სანამ თვითონვე გეტყვით,ქუდი დაიხურეთო.მერე კი თავდახურული უნდა იჯდეთ,რათა ზედმეტი ცერემონიებით არ გადაღალოთ თანამოსაუბრე”. – (ავტორი გენია.ჯი)