იცით თუ არა,რომ
1. „თუ მოციქული არა იყავ,პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა,კადნიერად კადრებისათვის”. – ამ სიტყვებით მიმართა თამარ მეფის შეურაცხმყოფელ რუქნადინის ელჩს საქართველოს დიდმა მხედართმთავარმა და მამულიშვილმა – ზაქარია II მხარგრძელმა მას შემდეგ,რაც „უხეთქა ხელითა პირსა და ვითარცა მკუდარი დასცა და იდვა იგი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. როგორც ცნობილია,უძველეს ათენში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა თეატრალური წარმოდგენები.თეატრი სახელმწიფოსათვის იმთავითვე მნიშვნელოვან დარგად განიხილებოდა და მას დიდი აღმზრდელობითი ფუნქციაც გააჩნდა.იმისათვის,რომ თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრების შესაძლებლობა უღარიბეს მოქალაქეებსაც ჰქონოდათ,ათენში გამოუშვეს სპეციალური „სანახაობათა ფული”,სახელწოდებით – „თეორიკონი”.
* * *
3. „ტყის გოლიათად” წოდებული აშშ-ის ლეგენდარული პრეზიდენტი – აბრაამ ლინკოლნი ხშირად შენიშნავდა – „არასოდეს არ მინახავს ისეთი ადამიანი,რომელსაც მონად გახდომის სურვილი ჰქონოდაო”.
* * *
4. ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე – ჰენრი VIII,რომელიც თავდაპირველად მტრულად განეწყო გერმანიის რეფორმაციის მიმართ, და რომელიც ახალგაზრდობიდანვე ემზადებოდა საარქიეპისკოპოსოდ,როგორც ღვთისმეტყველების კარგმა მცოდნემ,ლუთერის საწინააღმდეგო ტრაქტატი დაწერა,რის გამოც მას რომის პაპმა – „სარწმუნოების დამცველის” ტიტული მიანიჭა.
* * *
5. „ლექცია” – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და „კითხვას” აღნიშნავს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ისტორიის მამად” წოდებული ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის გენიალური ძველ ბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე აღიარებდა,რომ ძველმა ბერძნებმა წერა ფინიკიელებისაგან ისწავლესო. და მართლაც,რიგი ბერძნული ასოების სახელწოდებებისა მართლაც რომ ფინიკიურია.მაგალითად – ალფა (წარმოდგება ფინიკიური სიტყვისაგან – „ალეფ”,რაც – ხარს აღნიშნავდა), ბეტა – ფინიკიურ ენაზე – სახლს ნიშნავს და ასე შემდეგ…
* * *
7. საქართველოს დაუძინებელმა მტერმა,შუააზიელმა მხედართმთავარმა – თემურლენგმა,იმისათვის,რომ თემურიდთა იმპერიის დედაქალაქი – სამარყანდი დიდებით შეემოსა,მის ირგვლივ გააშენა სოფლები,რომელთაც „კოჭლი თემურისათვის” ცნობილი უდიდესი ქალაქების სახელები უწოდა – დამიშკი (დამასკო), ბაღდადი, მისრი (კაირო), სულთანია და სხვა.
* * *
8. „მეფე-მზედ” წოდებული საფრანგეთის მეფის – ლუი XIV-ს ერთი თვის ქალიშვილს – მარია-ტერზას თავს 80 გადია დასტრიალებდა.
* * *
9. მსოფლიოში უძველეს გრამატიკად აღიარებულია ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის ინდოელი მეცნიერისა და ლინგვისტის – პანინის მიერ შემუშავებული სანსკრიტული გრამატიკა.
* * *
10. შუა საუკუნეების რიგ ევროპულ ქვეყნებში სახლების ნუმერაცია არ არსებობდა,რის გამოც ციფრების ნაცვლად მოსახლეობა პირობით ნიშნებს იყენებდა.მაგალითად – არწივს,ლურჯ ჩექმას,მგელს და სხვა. – (ავტორი გენია.ჯი)