„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„არსებობს მამაკაცთა კატეგორია,რომელიც ფიქრობს: ყველა ქალი ჩემი საკუთრებაა,ჩემი ნივთია… მე კი არავის ვეკუთვნი.როცა ქალებს სიმდიდრესა და ყოველგვარ სიამოვნებას გამოვძალავ,სანაგვე ყუთებში გადავუძახებ ყველას,იქნებ კიდევ გამოადგნენ ვინმესო. და არსებობს ისეთებიც,რომელთაც ოღონდ ბლომად ქალები ჰყავდეთ, და თუ მოისურვებენ,მთელს სამყაროსაც კი გაჰყიდიან!”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხშირად ხდება,რომ მუშტის დაკვრით სურთ ადამიანი უკან გადაისროლონ,მაგრამ,პირიქით,სწორ გზაზე აყენებენ ხოლმე”. – შტეფან ცვაიგი
* * *
„ისტორიას არ ახსოვს,რომ გამარჯვებული დაკმაყოფილებულიყო ერთი დიდი გამარჯვებით”.
* * *
„ზოგჯერ მეორახარისხოვანი ფიგურის მხნეობა და ენერგია წყვეტს ხოლმე საუკუნო საქმეს ისტორიაში”.
* * *
„ერთი მნახველის სიტყვებს მეტი დაეჯერება,ვიდრე ყველა გაგონილსა და ყურმოკრულს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის ერთადერთი მიზანი ფულის შოვნა არ უნდა იყოს მხოლოდ”.
* * *
„ყოველი ადამიანური მცდელობა ამაო,ფუჭი და უაზროა,ხოლო ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში არარაობაა”.
* * *
„თუ გსურს მთელი წვენი გამოსწურო ხალხს და თან პატიოსნებაც დაათმობინო,პირველ ყოვლისა საჭიროა,პირად მოთხოვნილებაზე ააღებინო ხელი”.
* * *
„თუ ზოგჯერ ზედმეტი ნებივრობის უფლებას მისცემ თავს,ეს იმას როდი ნიშნავს,რომ სხვების მოთმინება ბოროტად გამოიყენო”.
* * *
„მეტისმეტი სერიოზულობა მავნებელია!” – (ავტორი გენია.ჯი)