ჰაინრიხ ფონ კლაისტი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი გერმანელი პოეტი,დრამატურგი და პროზაიკოსი - ჰაინრიხ ფონ კლაისტი (1777-1811 წლები),რომელთან თანამშრომლობაზეც თავის დროზე უარი განაცხადა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ, 1810 წელს დაუმეგობრდა კიბოს საშინელი სენით დაავადებულ გოგონას – გენრიეტა ფოგელს,რომელიც მალევე არა მხოლოდ მის უსაყვარლეს ადამიანად,არამედ პოეტის წერადაც იქცა. (ავტორი გენია.ჯი) უიმედოდ სნეული სატრფოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა,საშველი კი არსაიდან ჩანდა.გენრიეტას საშინელი ტკივილები სტანჯავდა,რაც უკიდურეს სასოწარკვეთილებაში აგდებდა ჰაინრიხს. და როდესაც კლაისტი საბოლოოდ დარწმუნდა,რომ სატრფოს ვერავითარი საშუალება ვერ შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს,გენრიეტასთან შეთანხმებით გადაწყვიტა,რომ ორივე მათგანს ერთდროულად სიცოცხლე სუიციდით დაესრულებინა.თვითმკვლელობის ჩადენის წინ ფოგელმა თავისი უკანასკნელი წერილი დაწერა,სადაც დიდად აღფრთოვანებული აღნიშნავდა,რომ მან აღმოაჩინა ისეთი უერთგულესი სულიერი მეგობარი,რომელიც მზად იყო მასთან ერთად გამოთხოვებოდა წუთისოფელს. 1811 წლის 21 ნოემბერს გერმანიის აღმოსავლეთით განთავსებულ ქალაქ პოტსდამის სიახლოვეს ამ ერთობ მაღალნიჭიერმა პოეტმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯერ თავისი უიმედოდ სნეული სატრფო მოკლა,ხოლო შემდგომ კი თავადაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. – (ავტორი გენია.ჯი)