ფერნანდო მაგელანის შესახებ…
ასეთია სახელგანთქმული ადამიანების ბედი ხოლმე: ამერიკის აღმომჩენი – ქრისტეფორე კოლუმბი სევილიაში ბორკილდადებული დააბრუნეს; ინკების იმპერიის დამპყრობელი,ვერაგი,თუმცა ფრიად უნარიანი და დაუცხრომელი დამპყრობელი – კამილ პისარო მოაკვდინეს; აცტეკთა იმპერიის დამამხობელი – ერნან კორტესი შერისხეს; ამერიკის კონტინენტზე პირველი ქალაქის დამაარსებელსა და პირველ ევროპელს,რომელმაც თვალუწვდენელი წყნარი ოკეანე იხილა – ვასკო ნუნიეს დე ბალბოას თავი მოჰკვეთეს… (ავტორი გენია.ჯი) ასეთივე ბედი ხვდა წილად იმ სახელოვან პორტუგალიელ მეზღვაურსა და მკვლევარს – ფერნანდო მაგელანს (1480-1521 წლები), რომლის მეთაურობითაც პირველად მოხერხდა ისტორიაში დედამიწის გარშემო წარმატებული მოგზაურობა. კამოენსისა და სერვანტესის მსგავსად, ერთ-ერთი ბრძოლისას დახეიბრებულ მაგელანს არმიაში დარჩენა დაჟინებით სურდა, მაგრამ მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე (ბრძოლის დროს შუბით მიყენებულმა ჭრილობამ მუხლის სახსრის ძარღვი დაუზიანა და ფერნანდო მარცხენა ფეხით დააკოჭლა) ეს შეუძლებლად მოჩანდა. მიუხედავად ამისა, აფრიკაში ყოფნის ჟამს, მაგელანსა და მასავით დახეიბრებულ კიდევ ერთ ჯარისკაცს (როგორც ოფიცერს) არმიის ხელმძღვანელობამ მავრებზე ჩამორთმეული უზარმაზარი ნადავლი – ცხენების, ცხვრებისა და საქონლის ჯოგის სახით ჩააბარა. ერთხელ ღამით ამ უზარმაზარი ჯოგიდან რამდენიმე ათეული ცხვარი დაიკარგა. ფერნანდოს მოშურნეებმა დააგდეს ხმები, თითქოს მაგელანმა და მისმა მეგობარმა დაკარგულად ცნობილი ცხვრები მავრებსვე მიჰყიდეს უკან. სხვები კი ამბობდნენ, რომ ყოველივე ეს ფერნანდოს დაუდევრობის შედეგი იყო, რამაც სახელმწიფოს დიდი ზარალი მიაყენა. (ავტორი გენია.ჯი) ხალხი, რომელიც სახელოვან მეზღვაურსა და სამშობლოსათვის დამაშვრალ მაგელანს ბოროტგანმზრახველობაში სდებდა ბრალს, იმას არ ითვალისწინებდა, რომ წლების მანძილზე ინდოეთში ყოფნისას ასეულობით შემთხვევა ჰქონდა მას გამდიდრებისა, რომლითაც მას არასოდეს უსარგებლია. იგი ისეთივე ღატაკი დაუბრუნდა პორტუგალიას ელდორადოს ქვეყნიდან, როგორი გაღატაკებულიც წლების წინ წავიდა სამშობლოდან. შეურაცხმყოფელი და სამარცხვინო ბრალდებით ჩირქმოცხებულმა ამაყმა მაგელანმა უმალვე მიატოვა აფრიკა და სამშობლოში გაეშურა, რათა თავისი უდანაშაულობა თვით მეფისათვის – მანოელ I სვებედნიერისათვის დაემტკიცებინა. მან ეს შესძლო, თუმცა მისგან მოწყალებასა და სათანადაოთ დაფასებას მაინც ვერ ეღირსა. რის გამოც რამდენიმე ხანში, უმადური სამშობლოდან გაემგზავრა და ესპანელთა სამსახურში ჩადგა. ჩადგა და მსოფლიო მნიშვნელობის უდიდეს აღმოჩენებსაც დაუდო სათავე. მოგვიანებით, მანოელი დიდად ნანობდა თავის საქციელს და უზარმაზარი ოქროც შეაძლია მაგელანს პორტუგალიელთა სამსახურში დაბრუნების სანაცვლოდ, თუმცა ფერნანდომ მისი წინადადება არ მიიღო. – (ავტორი გენია.ჯი)