პითაგორა სამოსელი – „ეპიზოდი”
რამდენიმე ისტორიული წყაროს მტკიცებით,პირველი ადამიანი ევროპაში,რომელმაც ცხოველური წარმომავლობის მქონე პროდუქტების ჭამისაგან მორალური პრინციპების გამო თავი შეიკავა და შესაბამისად,პირველი ევროპელი ვეგეტარიანელი გახდა,გენიალური ძველ ბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი – პითაგორა სამოსელი (ძვ.წ.აღ-ით 580-500 წლები) იყო. (ავტორი გენია.ჯი) „პითაგორას თეორიის” საყოველთაოდ ცნობილი ავტორი თავის მიმდევრებსა და მოწაფეებს არწმუნებდა,რომ მკვდარი ცხოველური ხორცით კვება ადამიანს არა მხოლოდ ჯანმრთელობას უბინძურებდა,არამედ გონებასაც.ამიტომაც იგი მათ მოუწოდებდა,რომ ცოცხალი არსებები ამ მიზნით არავითარ შემთხვევაში არ მოეკლათ.თუმცა ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ აღნიშნული საკითხის შესახებ პითაგორას მორალური პრინციპი ერთობ უცნაურიც კი გახლდათ,რადგან ის დასაშვებად მიიჩნევდა ძველ ბერძნული ღმერთებისათვის ამა თუ იმ ცხოველის მსხვერპლად შეწირვას. – (ავტორი გენია.ჯი)