როგორ დასაჯა დედის შეურაცხმყოფელი ფრანგი დიდებული ლუი IX წმინდამ?
როგორც ცნობილია,შუა საუკუნეების საგვარეულო გერბებზე ასახული გახლდათ გვარის წარმომადგენელთა არა მხოლოდ საგმირო საქმენი,არამედ სამარცხვინო,საძრახისი საქციელებიც კი. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,თუ საგვარეულო გერბზე გამოსახული ფარის ქვედა ნაწილი დამოკლებული იყო,ეს იმაზე მიუთითებდა,რომ გვარის წარმომადგენელს არ შერცხვენია სამხედრო ტყვის მკვლელობა; თუ ფარის მარჯვენა გვერდი იყო დამოკლებული,მანიშნებელი იყო იმისა,რომ გვარის რომელიმე წარმომადგენელს ლაჩრობა ჰქონდა გამოვლენილი. და ასე შემდეგ… ფრანგი სენიორის,ბუშარ დ’ავენისა და და ფლანდრიელი გრაფინიას – მარგარიტა II ფლანდრიელის ვაჟის – ჟან I დ’ავენის (1218-1257 წლები) საგვარეულო გერბზე,როგორც სიმამაცის სიმბოლო,თავდაპირველად აღბეჭდილი იყო – ენაგადმოგდებული ბრჭყალებიანი ლომის გამოსახულება.თუმცა,მას შემდეგ,რაც საფრანგეთის მეფემ – ლუი IX წმინდამ შეიტყო,რომ მისმა ვასალმა – ჟან’დ ავენმა ბრძოლა გამოუცხადა და შეურაცხყო საკუთარი დედა – მარგარიტა II ფლანდრიელი,მან დედის შეურაცხმყოფელი დიდგვაროვანი შემდეგი სახით დასაჯა: მონარქმა გამოსცა ბრძანება,რომლის თანახმადაც მომავალში, დ’ავენების საგვარეულო გერბზე იკრძალებოდა ბრჭყალებიანი და ენაგადმოგდებლი ლომის გამოსახულების აღბეჭდვა.მათ ნაცვლად კი,როგორც სიმბოლო სამარცხვინო საქციელისა, დ’ავენების საგვარეულო გერბზე უნდა განთავსებულიყო ბრჭყალების არ მქონე ლომი,რომელსაც უწინდელისაგან განსხვავებით აღარც ენა ექნებოდა გადმოგდებული. – (ავტორი გენია.ჯი)