იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ნააზრევი…
„ქვეყნიერება არ იარსებებდა,ასე უბრალოდ აწყობილი რომ არ ყოფილიყო.ამ საცოდავ დედამიწას ათასწლედების განმავლობაში ამუშავებენ, აწვალებენ, ის კი არ დაიღალა,ისევ ისეთია. ცოტა წვიმა, ცოტა მზე, და ისევ ისე გაზაფხულია,ისევ ისე მწვანეა, და ასე უსასრულოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბევრი რამ კაცმა სიმკაცრით უნდა მოაგვაროს.ბევრი რამ კიდევ სიყვარულით,ყველაზე მეტი კი საქმის ცოდნითა და მიუკერძოებელი სამართლიანობით,განურჩევლად პიროვნებისა”.
* * *
„ის,ვისაც სიკეთის მოტანა სურს,კი არ უნდა ილანძღებოდეს და სხვათა ნაკლს აზვიადებდეს,არამედ მარად სიკეთეს ემსახურებოდეს.საქმე ნგრევა კი არ არის,არამედ შექმნა იმისა,რაც კაცობრიობას ახარებს”.
* * *
„თუ ცუდს ცუდი ვუწოდე,ამით ბევრს რას მივაღწევ? რა სარგებლობას მოიტანს ეს? ხოლო თუ კარგსაც ცუდი ვუწოდე,ეს უკვე ზიანს მოიტანს”.
* * *
„ადამიანი,მიუხედავად მთელი თავისი დაბნეულობისა და შეცდომებისა,ბოლოს სანუკვარ მიზანს აღწევს,თუ მის მოქმედებას უზენაესი განგება წარმართავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უცნაური რამეა თავისუფლება,მას იოლად ეზიარება ყველა,ვისაც შეუძლია თავი იპოვნოს და ხვედრით დაკმაყოფილდეს. ან რად გვინდა ზედმეტი თავისუფლება,რასაც ვერ გამოვიყენებთ? ადამიანს ესაჭიროება ის თავისუფლება,რაც საკმარისია იმისათვის,რომ ჯანმრთელად იცხოვროს და აკეთოს თავისი მოწოდების საქმე”.
* * *
„ჩვენს გარშემო არაფერი არ არის ისეთი,რაც ჩვენში არ არის”.
* * *
„ადამიანები უცნაური არსებები გახლავთ.ვერც კი მოასწრებს ტბა გაყინვას,რომ გამოეფინებიან,ყინულზე დასრიალებენ,ერთობიან და ერთსაც არ მოუვა აზრად იმაზე ჩაფიქრება,რამდენად ღრმაა ეს ტბა,რა თევზები დაცურავენ მის სიღრმეებში”.
* * *
„ადამიანებს რომ წესად არ ჰქონდეთ,ერთხელვე აღმოჩენილი ჭეშმარიტება კვლავ გააუკუღმართონ და დაბურონ,კმაყოფილი ვიქნებოდი”.
* * *
„მე მძაგს ყოველგვარი სისხლიანი გადატრიალება,რომელიც იმდენსავე კარგს ანგრევს,რამდენსაც ქმნის. მე მძაგს ისინიც,ვინც ძალმომრეობით აღიძვრიან, და ისინიც,ვინც ამის მიზეზს იძლევიან.განა ამისათვის ხალხის მეგობარი აღარა ვარ? განა რომელიმე სამართლიანი კაცი სხვაგვარად იფიქრებს?” – (ავტორი გენია.ჯი)