ფრიდრიხ შილერი – „ეპიზოდი”
მდინარე ილმზე განთავსებულ ქალაქ – ვაიმარში 1787 წელს ვიზიტით მყოფ გენიალურ გერმანელ პოეტს,დრამატურგსა და ფილოსოფოსს – ფრიდრიხ შილერს (1759-1805 წლები),რომელიც უკვე ტუბერკულოზის საშინელი სენით იყო დაავადებული,მისი შემოქმედებისა და ტალანტის მოტრფიალე დიდი ჰერცოგი ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) დიდმა ჰერცოგმა,ვინც მაქსიმალურად ცდილობდა იმ პერიოდისათვის ცნობილი ყველა სახელოვანი გერმანელისათვის მშობლიურ ქალაქში მოეყარა თავი,შილერს ვაიმარში დარჩენა შესთავაზა.გასამრჯელოდ კი მართლაც რომ უზარმაზარი თანხა – 1000 ტალერი აღუთქვა წელიწადში.იმ შემთხვევაში,თუ პოეტი დარჩენაზე თანხმობას განაცხადებდა და მუშაობასაც შეუდგებოდა,მაშინ დიდი ჰერცოგი თანხას უორმაგებდა.მიუხედავად ეგზომ მომხიბლავი და მაცდური წინადადებისა,ამაყმა გერმანელმა პოეტმა დიდ ჰერცოგს მიერ მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე უარი შემდეგი სიტყვით განუცხადა: „ – მე მაქვს ნიჭი და ის მოვალეა მარჩინოს”. – (ავტორი გენია.ჯი)