კლინტონ რიჩარდ დოკინზი – „ეპიზოდი”
„თუკი ადამიანები მხოლოდ დასჯის შიშითა და დაჯილდოვების სურვილითა ვართ კარგები,მაშინ ჩვენ მართლაც საშინელი ქმნილებები ვყოფილვართ”. – ასე განუცხადა სტუდენტებს ერთ-ერთი ლექციის მიმდინარეობისას კრიტიკოსების მიერ „დარვინის პიტბულად” წოდებულმა ინგლისელმა ეთოლოგმა და ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორმა – კლინტონ რიჩარდ დოკინზმა. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის სწავლული დოკინზია,რომელიც თანამედროვე ეპოქის ყველაზე ცნობად ათეისტად არის აღიარებული.იმის ნიშნად,რომ რიჩარდი გულმხურვალე ათეისტია,უმეტესწილად ათეიზმის სიმბოლოიან (A) სამკერდე ნიშანს ატარებს ხოლმე.ინგლისელი პროფესორი ფიქრობს,რომ მეცნიერისათვის რელიგიური მრწამსის გაზიარება იგივეა,რაც ექიმმა ირწმუნოს ბავშვები ყანჩებს მოჰყავთო.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ჩარლზ დარვინის მოძღვრების ფანატიკოს მხარდამჭერ დოკინზს შესანიშნავი ურთიერთობები აქვს ანგლიკანური ეკლესიის სასულიერო პირებთან,თუმცა მხოლოდ მათთან,რომელნიც მისი კუმირი სწავლულის ევოლუციურ თეორიას იზიარებენ.მან ერთხელ,დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს – ტონი ბლერს გაუგზავნა წერილი,რომელშიაც იგი აპროტესტებდა ერთ-ერთ ინგლისურ კოლეჯში დანერგილ სასწავლო კურსს.იმ კურსს,რომლის მიხედვითაც ბიბლიურ „მითოლოგიას” ისე ამცნობდნენ მოწაფეებს,როგორც – რეალურ ისტორიას.ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო და საკვირველი ის გახლდათ,რომ დოკინზთან ერთად აღნიშნული საპროტესტო წერილის ერთ-ერთი თანაავტორი სხვა მეცნიერებთან ერთად გახლდათ ოქსფორდის ეპისკოპოსი – რიჩარდ ჰარისი.
რამდენიმე ხნის წინათ,ინგლისელმა სწავლულმა წამოიწყო ეგრეთ წოდებული – „საავტობუსო კამპანია”,რომელიც მიმართული გახლდათ ეკლესიის მიერ ქუჩებში ფართოდ რეკლამირებული რელიგიური კამპანიის წინააღმდეგ.როგორც ცნობილია,დასავლეთის რიგ ქვეყნებში ეკლესიებს უყვართ საკუთარი თავის რეკლამირება.ამიტომაც არის,რომ დიდ ბრიტანეთში ხშირად შეხვდებით წითელ პლაკატებს,რომლებზედაც დატანილია სიტყვები – „ღმერთს უყვარხართ თქვენ!” – „ურწმუნოებას ჯოჯოხეთისაკენ მივყავართ” და ასე შემდეგ.სწორედ აღნიშნული კამპანიის წინააღმდეგ გადაწყვიტეს ათეისტებმა გალაშქრება.ამ გალაშქრებას კი სათავეში რაღა თქმა უნდა ყველაზე ცნობადი ატეისტი – კლინტონ რიჩარდ დოკინზი ჩაუდგა.მისი ინიციატივით ბრიტანეთში მოძრავ ავტობუსებში გაჩნდა შემდეგი სახის ლოზუნგები (პლაკატები) – „რატომ უნდა ვიწამოთ ღმერთი? უბრალოდ ვიყოთ კეთილნი სიკეთის გასამარჯვებლად!” – „ყველა ალბათობით დამტკიცებულია,რომ ღმერთი არ არსებობს.გვეყოფა მღელვარება,დავტკბეთ სიცოცხლით”. – და ასე შემდეგ… საყურადღებოა ის გარემოება,რომ თავდაპირველად,აღნიშნული კამპანიის საწარმოებლად დოკინზი სულ რაღაც 5 000 გირვანქა-სტერლინგ შემოწირულობას მოელოდა,თუმცა მისდა გასაკვირად,ათეისტები დიდ ბრიტანეთში გაცილებით მეტნი ყოფილან,ვიდრე თავად წარმოედგინა,რადგანაც შემოწირულობამ დროის სულ მოკლე მონაკვეთში – 100 000 გირვანქა-სტერლინგს გადააჭარბა… – (ავტორი გენიაჯი)