დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დიდმა ამერიკელმა არქტიკის მკვლევარმა და მოგზაურმა – რობერტ პირიმ (1856-1920 წლები),სანამ ის 1909 წელს ოფიციალურად გააკეთებდა განცხადებას ჩრდილოეთ პოლუსის სრული დალაშქვრის შესახებ, 1908 წელს პოლარულ ზღვებში სამოგზაუროდ აღჭურვილი საგანგებოდ აგებული იახტით,სახელწოდებით – „რუზველტი”,ნიუ-იორკი დატოვა და გრენლანდიის დასავლეთ ნაპირს გაჰყვა ესკიმოსთა დაბა იტამდე.იტაში ჩასულმა მკვლევარმა კი,გარდა 25 დაქირავებული ესკიმოსისა,ჩრდილოეთ პოლუსზე მარხილების საზიდრად ამ საქმისათვის გამოსადეგი უამრავი ძაღლიც შეისყიდა.დაასახელეთ,რამდენი ძაღლი შეისყიდა რობერტ პირიმ ჩრდილოეთ პოლუსის დასალაშქრად? – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: 250