პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი უფროსი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე – პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი უფროსი (ძვ.წ.აღ-ით 235-183 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება რომის დაუძინებელი მტრის – კართაგენის არმიის განადგურება,მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ერთობ ლმობიერი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) მან იმაზე მეტი თავისუფლება მიანიჭა რომაელ ლეგიონერებს,ვიდრე დასაშვები იყო სამხედრო დისციპლინით.ნიკოლო მაკიაველის მიერ „ყველა დროის უწარჩინესებულეს კაცად” წოდებული რომაელი მხედართმთავრის ასეთმა დამოკიდებულებამ ჯარისკაცები იმდენად გაათავხედა,რომ ესპანეთში ლაშქრობის ჟამს სციპიონის ლაშქარი აჯანყდა.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ,რომის სენატში მისულს რესპუბლიკელთა სენატორებმა ობსტრუქცია მოუწყვეს.ის კი არა და, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილ მამულიშვილს მის მიერ რომაელი ლეგიონერების წინაშე გამოჩენილი ლმობიერი დამოკიდებულების გამო,ჰანიბალის წინააღმდეგ მებრძოლმა რომაელმა მხედავრთმთავარმა და ხუთგზის კონსულმა – კვინტუს ფაბიუს მასიმუსმა – „რომაელთა ლაშქრის გამრყვნელი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)