იცით თუ არა,რომ
1. „ჩემთვის საუკეთესო სამსახური,საროსკიპოს მეპატრონეობა იქნებოდა.ვფიქრობ,ეს ადგილი ხელოვანისათვის მისწრებააო”. – ასე განუცხადა დიდმა ნობელიანტმა ამერიკელმა მწერალმა – უილიამ ფოლკნერმა ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობის დროს ჟურნალისტ – ჯინ სტაინს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მეფის რუსეთის პერიოდში,ტერმინი – „წითელი მამლის მიშვება”,მემამულის სახლზე ცეცხლის წაკიდების აღმნიშვნელ მოვლენას წარმოადგენდა.
* * *
3. ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე,საქართველოს სამხრეთში განთავსებულ ქალაქ სარფში – ანტიკური თეატრი ფუნქციონირებდა.გარდა ამისა,უძველეს ეპოქებშივე განთქმული იყო – უფლისციხის თეატრიც.
* * *
4. „სულიერ განცდათა დღიური”. – ასე უწოდა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ – პოეზიას.
* * *
5. პირველი ქართული ბალეტი,სახელწოდებით – „მალთაყვა”,რომლის ავტორიც გახლდათ დიდი ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი – შალვა თაქთაქიშვილი,თბილისის საოპერო თეატრში დადგმული იქნა 1936 წელს ქორეოგრაფების – დავით ჯავრიშვილისა და ალექსანდრე თაყაიშვილის მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ამქვეყნად ისეთი ცხოველებიც მოიპოვება,რომლებიც სისხლის ფერით წმინდა არისტოკრატები არიან.ასეთებია მორიელები,ობობები და რვაფეხები.ჰემოგლობინის ნაცვლად მათ ჰემოცინიანი აქვთ,რომელიც რკინის მაგიერ სპილენძს შეიცავს.ამიტომ ამ ცხოველებს ვენებში ცისფერი,თითქმის ლურჯი სისხლი აქვთ.გარდა ამისა,არსებობენ ისეთი ცხოველებიც,რომელთაც მწვანე ფერის სისხლი აქვთ.მაგალითად,ასეთია – რამდენიმე სახეობის ზღვის ჭია,რომელთაც სისხლში ჰემოგლობინის ნაცვლად ქლორკრუორინი აქვთ.
* * *
7. პირველ მსოფლიო ომში მიმავალ გერმანელ ჯარისკაცებს,ამ სასტიკი მოვლენის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა,გერმანიის კაიზერმა – ვილჰელმ II-მ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჯარისკაცებო,ვიდრე ამ ცაცხვებს ფოთლები დასცვივა,თქვენ გამარჯვებული დაბრუნდებით შინ”.სწრაფ გამარჯვებაში დარწმუნებული ვილჰელმის არც ერთი სიტყვა მართალი არ აღმოჩნდა.იგი ვერც კი წარმოიდგენდა,რომ ოთხი წლის გასვლის შემდგომ,დამარცხებულ გერმანიაში რევოლუცია იფეთქებდა და თვითონ ძლივს გააღწევდა ნეიტრალურ ნიდერლანდებში.
* * *
8. პირველი პოლიტიკური პარტია ჩინეთში დაარსებული იქნა „ერის მამად” წოდებული ჩინელი რევოლუციონერის – სუნ იატსენის მიერ 1894 წელს.აღნიშნული პარტიის სახელწოდება კი გახლდათ – „ჩინეთის აღორძინების საზოგადოება”.
* * *
9. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 27-ე პრეზიდენტმა – უილიამ ჰოვარდ ტაფტმა შეიმუშავა საგარეო,ეგრეთ წოდებული – „დიდი კომბლის პოლიტიკა”.მალევე აღნიშნულ საგარეო პოლიტიკურ კურსს მეორე პოლიტიკური კურსი – „დოლარის დიპლომატიაც” შემატა. „დოლარის დიპლომატია” – ეს ისეთი საგარეო პოლიტიკაა,რომლის დროსაც დოლარებმა ტყვიები უნდა შეცვალონო”, – აცხადებდა უილიამი.
* * *
10. პირველი ქართული ჟურნალი გამოცემული იქნა 1832 წელს პირველი ქართული გაზეთის – „თბილისის უწყებანის” დამატების სახით და მისი სახელწოდება გახლდათ – „სალიტერატურო ნაწილნი თბილისის უწყებანთანი”.აღნიშნული გამოცემების რედაქტორი გახლდათ დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე – სოლომონ დოდაშვილი. (ავტორი გენია.ჯი)