აკაკი წერეთელი – „ეპიზოდი”
ოხუნჯობის მოყვარული დიდი ქართველი მგოსანი და გულმხურვალე მამულიშვილი - აკაკი წერეთელი (1840-1915 წლები) იგონებდა: „ახალჯვარდაწერილი რომ ვიყავი,თბილისში ჩამოვედი. მინდოდა ცოლის სიამოვნება და ბაზარში ღლავის (ლოქოს) ბოლო ვიყიდე,რაც მოგეხსენებათ,საუკეთესო ნაჭრად ითვლებოდა და სახლში მოვიტანე გასაკეთებლად. ჩემმა ცოლმა ლოქოს ბოლო რომ დაინახა,აიღო და თავში მესროლა,თევზის კუდი რა საჭმელიაო. სახტად დავრჩი, რას ვეტყოდი, რა იცოდა რუსმა,რომ ღლავის თავის უვარგისია!” – (ავტორი გენია.ჯი)