რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ქართული საზოგადოება 1902-1906 წლებში?
1902-1906 წლებში ქართველობა საქართველოში ისე გრძნობდა თავს,თითქოს უცხოეთში იყო და არა თავის სამშობლოში. გაძარცვული, უფლებააყრილი, დაბეჩავებული, დევნილი, საკუთარ ბაზას – ეკონომიურ, სამრეწველო დაწესებულებათ მოკლებული, აბუჩად აგდებული მთავრობისაგან და მეზობლებისაგან – ქართველობა მეორე და მესამე რიგში იყო ჩაყენებული.ჩვენი მაღალი წოდების ისეთ ყმობისა და მორჩილების დემონსტრაციას,როგორიც იყო საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლის „დღესასწაული”,იმპერატორის მთავრობამ დამამცირებელი და დამცინავი ჟესტით უპასუხა – ოც-ოცი ათასი მანეთი სტიპენდიები დაუნიშნა თბილისის და ქუთაისის თავად-აზნაურთა შვილებს რუსეთის კადეტთა კორპუსებში გადასაგვარებლად. (ავტორი გენია.ჯი) ღონიერი ვაჭარ-მრეწველთა კლასი ჩვენ არ მოგვეპოვებოდა.ძველი ინტელიგენცია,დასუსტებული და მოდუნებული,ერთგვარი პასივობით შეჰყურებდა ჟამთა მსვლელობას.თავისუფალი,თვითმყოფადი საქართველო მეტად ბუნდოვან და მკრთალ ფერებში წარმოსდგებოდა.ვინც იყო,ან სახელმწიფო სამსახურში იყო დაბორკილი,ან ორიოდე ქართული ბანკის ოპერაციებში ჩაბმული,თავისუფალ პროფესიაში განათლებულ ქართველს ორ-სამს თუ ეკავა თვალსაჩინო ადგილი,საქალაქო დაწესებულებებში ქართველს სანთლით თუ მოძებნიდით.ქართული ლაპარაკი იშვიათად გაისმოდა ქუჩებში,დაწესებულებებში უცხო ენა ბატონობდა,უცხო ენაზე უნდა მიგემართათ კერძო სავაჭროებშიც.საქართველო გაძევებული იყო თბილისიდან და ყოველგვარი ზომა იყო მიღებული,რომ თბილისს დაჰკარგვოდა სრულიად ქართული იერი.ქართველს ანგარიშს არ უწევდნენ,თუ რამე ოფიციალური გამოსვლა ხდებოდა,ქართველთა წარმომადგენლებს უკან აყენებდნენ.ასეთი ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა ფსიქიურად მოქმედებდა ამაყ ქართველობაზე.მიუხედავად ამისა,ისინი თავისთავად გაუბედავნი გახდნენ,თავის გამოჩენას ერიდებოდნენ. ქართველის მაჯისცემას თუ იგრძნობდით, ქართველი ქართველად თუ გამოჩნდებოდა, ქართულ ხმას თუ გაიგონებდით – ეს ორიოდე ქართულ კულტურულ დაწესებულებათა კრებებზე და კიდევ ერთ შემთხვევაში – ვინმე ქართველი მოღვაწის დასაფლავების დროს. – (ავტორი გენია.ჯი)