Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„ცუდია,სიკვდილი რომ სანატრელი გაგიხდება კაცს. არა, მაინც ვერ ვამბობ ზუსტად. ცუდია,როცა მკვდარი ხარ და არკი იცი. რაც მთავარია,სხვამაც არ იცის,მკვდარი ხარ თუ რა ხარ. აღარავის ახსოვს, აღარავინ იცის შენი ვინაობა. კაცი ჯერ თავს უკვდება,მაგრამ საბოლოოდ,სამუდამოდ მაშინ კვდება,როცა ყველა დაივიწყებს,როცა ყველასთვის სულერთია,მკვდარია თუ ცოცხალი. მკვდარს თუ გამხსენებელი ყავს,თავისი მომავალიც აქვს. გამხსენებელთან ერთად გადადის ხვალინდელ დღეში.ყველაზე მწარე სიკვდილი,სწორედ,უმომავლო სიკვდილია. საშინელებაა. საშინელებაა. ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ. არც შენ იცვლები,არც არაფერი იცვლება შენს გარშემო.ღრუბელი რომ ღრუბელია,ისიც თითქოს ლურსმნითაა ცაზე მიჭედებული. ზიხარ სარკმელთან,გასცქერი სიცარიელეს და ვერ გაგირკვევია,რა უფრო მეტი სიცარიელეა,რასაც გასცქერი,თუ რასაც წარმოადგენ. ძალიან ბევრი დრო გჭირდება,ეს რომ გაარკვიო. დრო კი არ არსებობს,ვეღარ ბრუნავს… წარსულიდან აწმყოში კი გადმოვიდა,მაგრამ ისევ წარსულს უნდა დაუბრუნდეს,მომავალი უნდა გაიაროს ჯერ. მომავალი კი არ არსებობს,იმიტომ რომ,არავის აღარ ახსოვხარ და არავინ აღარ გახსოვს. არაფერს არ წარმოადგენ: არც დაბადების დღეა შენთვის, არც სიკვდილისა, არც მშობლებთან შეხვედრისა და არც შურისძიებისა,რადგან არც სიცოცხლისა გაგეგება რამე,არც სიკვდილისა,არც მშობლებისა და არც მტრისა – ტიკინა ხარ,სარკმელში გამოდგმული. განა დასანანია ასეთი კაცის სიცოცხლე?” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>