„დამაკვირდი”

1. „ასე ხდება. სიცოცხლის ნაკვალევი მაშინ არის საზარელი,როცა მასზე სიკვდილი გადაივლის”. – ოთარ ეგაძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ვინ იცის,სად სჯობს,მიწაზე თუ მიწაში? მიწაზეც ის არის,რაც მიწაშია. მიწა კაცად იქცევა,კაცი მიწად. მიწიდან ამოსული მიწას უბრუნდება. მიწა თავისას მოითხოვს, და მაინც,ვიდრე მიწაზე ხარ,მიწაზე ყოფნა სჯობია. მიწა კი გვიყვარს,მაგრამ უფრო გვეშინია მიწისა. შიში შეიქმს სიყვარულსაო – ამაზეა ალბათ ნათქვამი. გულგრილობას ვიჩენთ,შიში რომ დავმალოთ. მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად იქნება – ასე უკვალოდ არ ქრებიან ამქვეყნიდან. ჯერ აქ უნდა წარმოადგენდე რაღაცას,მიწამ რომ მიგიღოს,რაღაცა უნდა გააკეთო აქ,ჩაიდინო მაინც”. – ოთარ ჭილაძე

* * *

3. „ასეთია ადამიანი, ივიწყებს! რას? დაუვიწყარს!.. ელის! რას?.. მოუსვლელს! ეჰ!..” – გალაკტიონ ტაბიძე

* * *

4. „ციური ნიჭი ქვეყნის სასამსახუროდ და არა საპირადო რამედ ეძლევა კაცს”. – აკაკი წერეთელი

* * *

5. „ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ხართ და ასეთებიც უნდა იყოთ, ჩვეულებრივები; ღმერთმა ნუ ქნას,მეტი გესმოდეთ,ვიდრე გესმით; ნაკლები გინდოდეთ,ვიდრე გინდათ. სწორედ თქვენი ცოდნისა და თქვენი სურვილი ეს შეუსაბამობა აწონასწორებს ქვეყანას”. – ოთარ ჭილაძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი უნდა გააჩნდეს,თუ გვინდა,რომ მართალი ადამიანების ჭეშმარიტი წუხილი უიმედობაში არ გადაიზარდოს და ჯანსაღი ადამიანების ჯანსაღი სიცილი ცინიზმად არ იქცეს”. – ოთარ ეგაძე

* * *

7. „უცნაურია კაცის ბუნება: უყურებ ძვირფას ადამიანს და გგონია მუდამ შენს გვერდით იდგება. ვტყუვდებით, ვცდებით და მერე ვნანობთ”. – უჩა ჯაფარიძე

* * *

8. „ყველაფერს თავისი დასასრული აქვს. ავად თუ კარგად,ყველაფერი მთავრდება”. – ოთარ ჭილაძე

* * *

9. „დიახ,ქართული სუფრა,ლხინისაა თუ სევდისა,ერთ მთავარს გვახსენებს: კეთილად გვამყოფოს, კეთილად ამყოფონ, ცოცხლებს დღეგრძელობა და გარდაცვლილებს სამარადისო ხსენება”. – ოთარ ეგაძე

* * *

10. იმედი უნდა ვიქონიოთ,იმედი ყოველთვის თან უნდა ვიქონიოთ,როგორც ჯარისკაცმა – მათარა, მაღაროელმა – ნათურა, მთასვლელმა – წრიაპი. იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმაო – ასე ილოცება კაცი. იმედიანი სიკვდილიც ადვილია. ადვილია,მაგრამ სასიამოვნოაო,მაინც ვერ იტყვით”. – ოთარ ჭილაძე – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>