იაკობ ნიკოლაძე – „ეპიზოდი”
ხანდაზმულ ასაკში შესული ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი სკულპტორი და პედაგოგი – იაკობ ნიკოლაძე (1876-1951 წლები),რომლის საჭრეთელმაც სხვა მრავალ ცნობილ ქანდაკებასთან ერთად ქართველთა „უგვირგვინო მეფედ” წოდებული – ილია ჭავჭავაძის საფლავის მონუმენტიც გამოკვეთა,მეგობრების წრეში ხშირად ამბობდა – „ყველაზე დიდი სილამაზე და სიხარული სიცოცხლე ყოფილა და ალბათ მეც იმიტომ დავეძებდი მას უსიცოცხლო თიხასა და ქვის ცივ ლოდებშიო”. და როდესაც თიხის გამღვიძებელი და ველური ქანებისათვის სიცოცხლის მიმნიჭებელი მოქანდაკე ავადმყოფობამ სასიკვდილო სარეცელს მიაჯაჭვა,იაკობს დანანებით წარმოუთქვამს – „მათ ვაცოცხლებდი და ახლა მე თვითონ ვკარგავ სიცოცხლესო”. – (ავტორი გენია.ჯი)