ალექსანდრე ბეიდემანი – „ჰომეოპათია, მაყურებელი ალოპათიის საშინელებისა”
„ჰომეოპათია, მაყურებელი ალოპათიის საშინელებისა” – წარმოადგენს გამოჩენილი რუსი მხატვრისა და საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსის – ალექსანდრე ბეიდემანის (1826-1869 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ ალეგორიული სიუჟეტის მქონე სურათს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ქმნილებაზე მუშაობა ავტორმა 1857 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.სურათის სიმაღლე – 65,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 77,3 სანტიმეტრი.ტილოს უკანა ნაწილში,ღრუბლების ფონზე გამოსახულია ჰომეოპათიის ალეგორიული ფიგურა.მის წინ,წითელ ლაბადაში მყოფი რომაული მითოლოგიის მკურნალობის ღმერთი – ესკულაპია განთავსებული,რომელსაც მრისხანებისა და სიბრაზის გამო მარცხენა ხელი აქვს ზეაწეული.ესკულაპის სიახლოვეს წარმოდგენილია ძველ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება – ათენა,რომელიც თავის მხრივ,მეცნიერების მფარველი ღმერთქალი იყო.ტილოს მარჯვენა ნაწილში ასახულია ჰომეოპათიის (ალტერნატიული მედიცინის სისტემა) გერმანელი ფუძემდებელი ექიმი – კრისტიან ფრიდრიხ სამუელ ჰანემანი,რომელიც დიდი გულისყურით ადევნებს თვალს მის წინაშე მიმდინარე მოვლენას (ოპერაციას).გარდა ჰანემანისა,იმ საშინელს სცენას,რომელიც სურათზეა წარმოდგენილი,აღშფოთებული ადევნებენ თვალს ალოპათიის ამაზრზენი მეთოდით შეძრწუნებული სხვა პერსონაჟებიც.ის რომ,პაციენტს,რომელსაც ერთ-ერთი ექიმი ფეხს ხერხის გამოყენებით ჰკვეთს,დიდი ხნის სიცოცხლე არ აქვს დარჩენილი,მის სიახლოვეს (კარებში) გამოჩენილი სიკვდილის სიმბოლოდ ქცეული ჩონჩხის ფიგურაც ადასტურებს.სურათის დაბლა ფონზე პაციენტის აცრემლებული მეუღლე და ატირებული შვილები არიან ასახულნი.
„ჰომეოპათია,მაყურებელი ალოპათიის საშინელებისა” ალექსანდრე ბეიდემანმა მიუნხენში ყოფნის პერიოდში დახატა.რუსი ექიმის – ნიკოლოზ გაბრილოვიჩის მტკიცებით,ავტორს აღნიშნული სურათის დახატვა მამამისმა,ცნობილმა მედიკოსმა – ევგენი გაბრილოვიჩმა შეუკვეთა,რომელიც იმ პერიოდში მიუნხენში სწავლობდა. 1893 წელს ბეიდემანის ტილო შეძენილი იქნა საყოველთაოდ ცნობილი რუსი კოლექციონერის – პავლე ტრეტიაკოვის მიერ.მოგვიანებით,სურათმა კერძო კოლექციაში დაიდო ბინა.თუმცა დღეისათვის კი,ალექსანდრე ბეიდემანის ალეგორიული სიჟეტის მქონე ტილო – „ჰომეოპათია,მაყურებელი ალოპათიის საშინელებისა”,დაცულია ტრეტიაკოვის გალერეაში. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე ბეიდემანი