ასე ახარა ერთ-ერთმა ფილადელფიურმა გაზეთმა მკითხველს ჯორჯ ვაშინგტონის მიერ თანამდებობის დატოვება?
მას შემდეგ,რაც ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეულმა პირველმა პრეზიდენტმა – ჯორჯ ვაშინგტონმა (1732-1799 წლები) თანამდებობა დატოვა,მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მიმართ ერთობ კრიტიკულად განწყობილმა „ძმური სიყვარულის ქალაქად” წოდებულ ქალაქ ფილადელფიაში გამომავალმა ერთ-ერთმა გაზეთმა აღნიშნული ფაქტი მოსახლეობას შემდეგი სახის ინფორმაციით ახარა: „კაცი,რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის მთელ უბედურებაში,დღეიდან ჩამოქვეითებულია თავის თანამოქალაქეთა დონემდე და აღარ ექნება უფლება ამრავლოს შეერთებული შტატების ჭირ-ვარამი. ყველას,ვისი გულიც ხალხის თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის ძგერს,დღეს სიხარულით ავსებს იმის შეგნება,რომ შეწყდება ჯორჯ ვაშინგტონის მიერ დაკანონებული უსამართლობა და კორუფცია”. – (ავტორი გენია.ჯი)