იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,ესპანეთის მეფემ – ფილიპე V-მ უამრავი ფული და ჯაფა შეალია სამეფო სასახლის ბაღში დიდებული შადრევნების მშენებლობას. და როდესაც შადრევნებმა პირველად იფეთქეს,მონარქმა ერთმნიშვნელოვნად შენიშნა: „ეს შადრევნები ხუთი მილიონი დამიჯდა და თავიც ხუთი წუთით შემაქცევინესო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ძვ.წ.აღ-ით I საუკუნის გენიალური რომაელი პოეტი – კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი,რომელმაც სახელი განსაკუთრებით ოდების წერით გაითქვა,საკუთარ თავს – „ეპიკურეს კოლტის ღორს” უწოდებდა.
* * *
3. „ნიჭი მიეკუთვნება იმათ რიგს,რომლის აღიარებაც ადვილად არ ხდება. მისი მოღვაწეობის მანძილზე ბევრი ტალანტი გამოჩნდება,რომლებსაც მას დაუპირისპირებენ,მაგრამ დასრულდება იმით,რომ მათ დაივიწყებენ სწორედ იმ დროს,როცა იგი თავისი დიდების აპოთეოზს მიაღწევს”. – ასე წინასწარმეტყველებდა თედორე დოსტოევსკის შესახებ ბესარიონ ბელინსკი.
* * *
4. XVIII საუკუნის დიდი ფრანგი განმანათლებლისა და ფილოსოფოსის – ჟან-ჟაკ რუსოს პრინციპის მიხედვით,ადამიანს სამი მასწავლებელი უნდა ჰყავდეს: ბუნება, საკუთარი გამოცდილება და ბედნიერი შემთხვევა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. გენიალური გერმანელი მწერალი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე,მის მიერ დაწერილ „ვენეციურ ეპიგრამებში” წერდა: „ყველაზე მეტად საძულველი ამქვეყნად ოთხი რამ არის: თამბაქოს სუნი, ბაღლინჯოები, ნიორი და ჯვარი”.
* * *
6. „შუასაუკუნეთა უკანასკნელი და ახალი დროის პირველი პოეტი”. – ამ სიტყვებით მოიხსენიებდა „ღვთაებრივი კომედიის” ავტორს – დანტე ალიგიერის ფრიდრიხ ენგელსი.
* * *
7. გამოჩენილ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს – არჩილ ჯორჯაძეს თავს დიდი ტრაგედიები დაატყდა. მას ოთხი და ერთი ძმა ჰყავდა – ნინო, ლიზა, მაშო, თამარი და ლევანი. ნინო და ლიზა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დამაარსებელს ქუთაისში,მდინარე წყალწითელაში ბანაობის დროს დაეხრჩო; არჩილმა მაშოც ადრეულ პერიოდში დაკარგა,ხოლო ლევანი კი თბილისში მოუკლეს.
* * *
8. მას შემდეგ,რაც დიდ ქართველ მგოსანს – აკაკი წერეთელს სამსონ ფირცხალავამ ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში „ხალხის სულიერი მეფე” უწოდა,წერილის ავტორს სასიქადულო მამულიშვილმა ხუმრობით საყვედური შემდეგი სიტყვებით უთხრა: „რატომ დამღუპე,ჩემი მევალე ურიები დამესიენ,მეფე ყოფილხარ თურმე,ფული ბევრი გექნება და ვალი გადაგვიხადეო”.
* * *
9. „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად” წოდებულ დიდ ქართველ მამულიშვილს,ისტორიკოსსა და არქეოლოგს – ექვთიმე თაყაიშვილს მისი მოღვაწეობის ჟამს ბევრი ვაი-ქართველი დასცინოდა – „მოცლილი კაცია,ძველ ნანგრევებს და ხელნაწერებს ჩხრეკსო!”
* * *
10. სისხლის გამტარი სისტემა უძველეს ჭიებთან ერთად გაჩნდა ამქვეყნად. გული მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ,რის გამოს მის როლს ზურგის არტერია ასრულებდა,რომლის კედლებიც რიტმულად იკუმშებოდნენ და სისხლს ძარღვებისაკენ ერეკებოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)