გალაკტიონი – „ჩემი ერთადერთი შიში დედის სიკვდილის შიში იყო”
„დავკარგე დედა და მასთან ერთად დავკარგე იმედი, ნუგეში, თანამგრძნობი… უდედოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა,მაგრამ ვარ… დავტოვე ჭყვიში და მასთან ერთად დავტოვე დედის ახლადშეზვინული საფლავი… წუხელის ძილში ვწუხდი,რომ მე უკვე აღარავისთვისა ვარ ისე ძვირფასი,როგორც ვიყავი ჩემი დედისათვის… ვწუხდი,რომ ჩემი მომხრე, თანამგრძნობი და დამცველი არავინ არის-მეთქი. ამ დროს შემი ოთახის ფანჯარას დედაჩემი მოადგა. – გატუნია,შვილო,რამ დაგაღონა,ბიჭო! შენ,შვილო,ყველასათვის ხარ საჭირო და თუ დაგჭირდა,დამცველი და თანამგრძნობიცა გყავს.გაიხსენე შენი ლექსი,შენი ჭირიმე: „ო, ნანა, ნანა…” დედაჩემი გაქრა. გამომეღვიძა…” – წერდა გალაკტიონი. – (ავტორი გენია.ჯი)
მოგვიანებით,ფატი ნიშნიანიძე იგონებდა: „სოფლის გზის პირას,ახლად შეზვინულ საფლავზე ერთი ახოვანი მამაკაცი დაღვრემილი,თავდახრილი იდგა. მას მარჯვენა ხელი გულზე მიედო და ზოგჯერ თავისებურად შეარხევდა ხოლმე ბეჭებს… უცებ ის ადგილიდან მოსწყდა,საფლავს ირგვლივ შემოუარა,მიმოფანტული ყვავილები აკრიფა,გაბერტყა და საფლავზე სათუთად დაალაგა,მერე გასწორდა,თვალთან ცვირსახოცი მიიტანა და ბოლთის ცემა დაიწყო.
გალაკტიონი საფლავთან ახლოს შემთხვევით ჩავლილ გოგონასაკენ მიბრუნდა და ჰკითხა:
- ქალიშვილო,თქვენ დედა გყავთ?
- დიახ,მყავს!
- მეც მყავდა დედა… დედა და როგორი! ტკბილი და საყვარელი,ჩემი ერთადერთი შიში დედის სიკვდილის შიში იყო. ჰოდა… უცებ შეჩერდა ბუმბერაზი პოეტი,ლოყაზე ცრემლები ჩამოუგორდა,მერე მწარედ გაიღიმა და კვლავ შემომხედა: – დედათქვენიც კარგი იქნება,გოგონა,დედები ხომ საერთოდ კარგები არიან. ძალიან გიყვართ,დედა?
- ძალიან!.. – ვუპასუხე მე.
- მაშ რად გიკვირთ ჩემი მწუხარება!” – წარმოთქვა გალაკტიონმა და ღრმა სევდას მიეცა”. – (ავტორი გენია.ჯი)