რა უცნაური განაჩენი გამოუტანა ესპანურმა ინკვიზიციამ პაბლო დე ოლავიდეს?
სახელოვანი ესპანელი პოლიტიკოსი,იურისტი და მწერალი – პაბლო დე ოლავიდე (1725-1803 წლები),რომლის სახელიც დღეისათვის მინიჭებული აქვს სევილიის საჯარო უნივერსიტეტს,ფრანგული ენციკლოპედიზმის გუმხურვალე მხარდამჭერი სწავლული იყო,რაც უკიდურესად აღაშფოთებდა ესპანეთში გამეფებულ ინკვიზიციის დაუნდობელ მსახურთ. (ავტორი გენია.ჯი) გენიალურ ფრანგ განმანათლებლებთან – ვოლტერთან,დიდროსა და რუსოსთან მიმოწერამ ესპანელი სწავლულისადმი ინკვიზიტორები კიდევ უფრო დიდი სიძულვილით განაწყო,რის გამოც იგი დააკავეს და მწვალებლობის 126 შემთხვევაში დასდეს ბრალი. ოლავიდესადმი გამოტანილ განაჩენს ორი საათის განმავლობაში კითხულობდა მოსამართლე.განაჩენის დასკვნით ნაწილში კი ეწერა: „ყოველივე ამის საფუძველზე ჩვენ ვაღიარებთ მას მხილებულ მწვალებლად,ქრისტიანული საზოგადოების მიხრწნილ წევრად და გამოგვაქვს განაჩენი,რომ განუდგეს მწვალებლობას და შეურიგდეს ეკლესიას.მოსანანიებლად განესაზღვროს ცხრა წელი ხერონის კაპუცინის მონასტერში”. გარდა ამისა,აღნიშნულ სასჯელს თან ერთვოდა შემდეგი,ერთობ უცნაური დამატებითი სასჯელებიც: კონფისკაცია უკეთდებოდა მის ქონებას, სამუდამოდ უნდა მიეტოვებინა მადრიდი და მოშორებით ეცხოვრა მეფის ყოველი რეზიდენციიდან, ასევე პერუს სახელმწიფოდან, ანდალუზიიდან და სიერა-მორენას დასახლებიდანაც. ამასთანავე ჩამოერთვა საპატიო წოდებანი და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება. არ შეეძლო ემუშავა ექიმად, მეაფთიაქედ, მასწავლებლად, ადვოკატად, გადასახადების ამკრეფად. უფლება არ ჰქონდა ცხენზე შეჯდომისა, სამკაულების ტარებისა, აბრეშუმისა და ნაზი შალის ტანისამოსის ჩაცმისა, გარდა შინ ნაქსოვი უხეში ხამისა. ხერონის მონასტრიდან წამოსვლის შემდეგ ერეტიკოსის პერანგი, სამბენიტო, ახალშენის ეკლესიაში უნდა ჩამოეკიდებინათ ოლავიდეს საქმიანობის ნუსხასთან ერთად,რათა მთელ ქვეყანას გაეგო მისი ამბავი.საბოლოო ჯამში კი, ეს თანასასჯელები ესპანელი სწავლულის შთამომავლობის ხუთ თაობაზე ვრცელდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)