ნენსი ასტორის შესახებ…
„პირველივე შემთხვევაში ადამმა მთელი პასუხისმგებლობა ქალს დააკისრაო”, – მრავლისმეტყველად შენიშნა ერთხელ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის პირველმა დეპუტატმა ქალმა – ნენსი ასტორმა (1879-1964 წლები),რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იღწვოდა ქალთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,აქვე უნდა შევნიშნო,რომ თემთა პალატაში დეპუტატად ნენსი ასტორის არჩევამდე ერთი წლით ადრე არჩეული იქნა ირლანდიელი სუფრაჟისტი ქალი – კონსტანცია მარკევიჩი,მაგრამ რადგანაც იგი იმ პერიოდში სასჯელს იხდიდა,გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ქვედა პალატის სხდომებში ასტორისაგან განსხვავებით,მონაწილეობა არ მიუღია.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ თემთა პალატის ისტორიაში პირველად სიტყვით გამოსვლის დროს,ბრიტანული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ და სკანდალურ პერსონად აღიარებულმა პირველმა ქალმა დეპუტატმა – ალკოჰოლს – „დემონი” უწოდა და ხაზი გაუსვა,რომ სწორედ ალკოჰოლი გახლდათ ბოროტების უმთავრესი სათავე და ფესვი დედამიწაზე.ნენსი ასტორის ინიციატივითვე იქნა მიღებული კანონი,რომელიც 18 წლამდე ახალგაზრდებზე სპირტიანი სასმელების მიყიდვას კრძალავდა.დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეულმა პრემიერმა – სერ უინსტონ ჩერჩილმა,რომელსაც იმთავითვე კრიჭაში ჩაუდგა ნენსი,თემთა პალატის პირველ დეპუტატ ქალს ერთ-ერთი შეხვედრისას შემდეგი სიტყვით მიმართა – „ვიმედოვნებდი,რომ თქვენგან ძალიან მალე დავიხსნიდი თავს,თუმცა როდესაც თემთა პალატის დეპუტატად აგირჩიეს,ისეთი წარმოდგენა შემექმნა,თითქოს ვიღაც უცხო ქალი სააბაზანოში შემომეჭრაო”. – რაზეც ნენსიმ ფრიად ენამოსწრებულად უპასუხა: „ – თქვენ არა ხართ იმდენად კარგი და მიმზიდველი მამაკაცი,რომ ეს საფრთხე დაგემუქროთო”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. გენია.ჯი მანდილოსნებს სულითა და გულით გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! იმრავლეთ,იხარეთ და იდღეგრძელეთ,რათა გვამრავლოთ,გვახაროთ და გვადღეგრძელოთ სრულიად საქართველო! (ეს ისე,ცნობისათვის – „მამაკაცთა საერთაშორისო დღე ოფიციალურად,ყოველი წლის 19 ნოემბერს აღინიშნება). – (ავტორი გენია.ჯი)
კონსტანცია მარკევიჩი