XVIII საუკუნის უმნიშვნელოვანესი უკანასკნელი ხუთწლეული…
XVIII საუკუნის უკანასკნელ ხუთწლედში,საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალა-უფლება საქმოსნების ხელში გადავიდა.საფრანგეთის ახალმა ბატონებმა გამოცხადეს თავიანთი დევიზი – „გამდიდრდით!” – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზურგი აქციეს საფრანგეთს,რომლის დაუხმარებლადაც დამოუკიდებლობა იმ პერიოდში მართლაც რომ წარმოუდგენელი რამ გახლდათ მისთვის. (ავტორი გენია.ჯი) მათმა შეურაცხყვეს საფრანგეთის წარმომადგენელი და რესპუბლიკის წინააღმდეგ „ცივი ომი” გააჩაღეს.საუკუნის ხსენებულ ბოლო ხუთწლედში საფრანგეთში 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ინგლისსა და ესპანეთში თერთმეტ-თერთმეტ მილიონი; პარიზში 900 000 მცხოვრები იყო, ლონდონში 800 000, ამერიკის შეერთებულ შტატებში სახლობდა დაახლოებით – 3 მილიონი თეთრკანიანი და 700 000 შავკანიანი მონა. აშშ-ის უდიდეს ქალაქს ფილადელფია წარმოადგენდა 42 000 მაცხოვრებლით. ნიუ-იორკი ითვლიდა 30 000 კაცს, ბოსტონი და ჩარლსტონი კი 10 000 მაცხოვრებელს თითოეული.
„განმანათლებლებმა კანიც ვერ გაგვიკაწრესო”, – უხაროდა კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ კარდინალს,რაც თავის მხრივ,უდიდესი შეცდომა იყო.ნათელი,მახვილი,ახალი იდეები მრავალ გონებას დაეუფლა,რომელთა ამოძირკვა შეუძლებელ მოვლენად იქცა. ამ ხუთწლეულში გამოაქვეყნა თავისი ესე ინგლისელმა ეკონომისტმა – მათლუსმა,სახელწოდებით – „მოსახლეობის პრინციპების შესახებ”,სადაც ავტორი ამტკიცებდა,რომ კაცობრიობა უფრო სწრაფად მრავლდებოდა,ვიდრე მისი შესანახი საკვები საშუალებანიო და საჭიროა მოსახლეობის ზრდის შეფერხებაო. ამავე ხუთწლეულში ადამიანებმა აითვისეს თავისი პლანეტის ახალი,დიდი ნაწილი. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა მოეზიდა ახალმოსახლეები და ამ მიზნით დაწესდა უწყებები და საზოგადოებები,რომლებიც გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტებით ჰყიდდნენ მიწის ნაკვეთებს,აკრს ერთ დოლარად. ამ ხუთწლედში დაიწყო ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტმა მოგზაურობა სამეცნიერო მიზნით შუა და სამხრეთ ამერიკაში. იმ ხუთწლეულში მთელ მსოფლიოში,ხოლო უპირველეს ყოვლისა,ევროპაში,მოხდა ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება. ემხობოდა ძველი იმპერიები და ახალი სახელმწიფო ფორმაციები იქმნებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სახელმწიფოს გადაეცა ურიცხვი საეკლესიო მეურნეობა. რომის პაპი დატყვევებული ჩაიყვანეს საფრანგეთში. საფრანგეთის რესპუბლიკამ მრავალი ომი მოიგო ხმელეთზე,ხოლო ინგლისმა – ზღვაზე. ამასთანავე,ინგლისი საბოლოოდ დაეუფლა ინდოეთს. საუკუნის მიწურულს ინგლისმა თითქმის მთელ ევროპასთან დადო პაქტი,რათა ხელი შეეშალათ საფრანგეთის რესპუბლიკის შემდგომი წინსვლისათვის და მოწინავე იდეების გავრცელებისათვის. მოკლედ,ამ უკანასკნელ ხუთწლეულში მეტ ომსა და ძალმომრეობას ჰქონდა ადგილი,ვიდრე მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში; და ამ ხუთწლეულში დაწერა დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა – იმანუელ კანტმა თავისი სახელგანთქმული ნაშრომი „მარადიულ მშვიდობაზე”.
დაყოფილი მსოფლიოს სამხედრო ბელადებს პირად ცხოვრებაში ნაკლებად აწუხებდათ მასების მითქმა-მოთქმა და გაზეთები. იმ ხუთწლეულში შეირთო ნაპოლეონ ბონაპარტემ თავქარიანი ჟოზეფინა ბოჰარნე და სახელგანთქმულმა ინგლისელმა ადმირალმა – ჰორაციო ნელსონმა გაიცნო და შეიყვარა – ემა ჰამილტონი.
იმ ხუთწლეულში უარყვეს აქამდე არსებული მძიმე,მდიდრული ტანისამოსი და წაიშალა ზღვარი პრივილიგებულთა და მდაბიოთა სამოსელს შორის. საფრანგეთში მხატვარ ჟაკ ლუი დავიდის გავლენით გავრცელდა უბრალო,ანტიკური ტანისამოსისმაგვარი – la merveilleuse; დაიწყეს გრძელი შარვლების,პანტალონების ტარება; ეს სამოსელი სწრაფად ვრცელდებოდა მთელ ევროპაში.
იმ ხუთწლეულში ალექსანდრო ვოლტამ გამოიგონა პირველი ხელსაწყო,რომელიც მუდმივ ელექტრულ დენს იძლეოდა, პრისტლიმ აღმოაჩინა ნახშირმჟავას ნაერთი, სტანჰოპმა გამოიგონა ლითონის საბეჭდი დაზგა. მაგრამ თითქმის ყველგან მაგრად ებღაუჭებოდნენ ადამიანები მემკვიდრეობით გადმოცემულ წარმოდგენებსა და მუშაობის მეთოდებს. აქამდე უცნობ ბუნების მოვლენათა აღმოჩენებს და გამომყენებლებს ეშმაკის მოციქულებად თვლიდნენ. ისევ ისე ჩიჩქნიდნენ მიწას,როგორც ათასი წლის წინათ. ამ ხუთწლეულში გამოაქვეყნა ექიმმა – ედვარდ ჯენერმა გამოკვლევა,რომელშიაც რჩევას იძლეოდა,ყვავილის წინააღმდეგ ძროხის ყვავილის ვაქცინით აცრა გამოეყენებინათ და ყველას მიერ სასაცილოდ იქნა აგდებული. მაგრამ სასაცილოდ არავის აუგდია ისინი,რომლებიც ნაკურთხ წყაროებსა და წყლებში ბანაობდნენ. ინკვიზცია სასტიკად სდევნიდა ყველას,ვისაც ამგვარი საშუალების განმკურნავ ძალაში ეჭვი შეჰქონდა.
იმ ხუთწლეულში აღიარებულ იქნა შექსპირი უკანასკნელი ათასი წლის უდიდეს მწერლად. ის ბევრმა მრავალ ენაზე თარგმნა. ავგუსტ ვილჰელმ შლეგელმა შექმნა თარგმანი ,რომელმაც მომავალი საუკუნის გერმანული ენა გაალამაზა და გაამდიდრა. იმ ხუთწლეულში დაწერა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთემ ლექსად – „ჰერმანი და დოროთეა”, ფრიდრიხ შილერმა თავისი ტრაგედია – „ვალენშტაინი”, ალფიერმა თავისი კლასიცისტური ტრაგედიები – „საული”, „ანტიგონე” და „მეორე ბრუტუსი”, და ამავე პერიოდში გარდაიცვალა სურათოვან,გონებამახვილურ პიესა-ზღაპრების დიდი შემოქმედი – კარლო გოცი,რომელმაც „უსარგებლო მემუარების” სამი ტომი დატოვა. ჯეინ ოსტინმა დაწერა ზნეობრივ-სენტიმენტალური რომანები, კოლრიჯმა გამოაქვეყნა მისი პირველი ლექსები,ასევე მოიქცა შვედი პოეტი ტეგნერიც. რუსეთში მიხეილ მათეს ძე ხერასკოვმა დაწერა ტრაგედია „განთავისუფლებული მოსკოვი”,ხოლო ვასილ კაპნისტმა კომედია – „მაბეზღარაში” ღვარძლიანად დასცინა მართლმსაჯულების ანგარებას. მილიონობით ადამიანმა,წინათ რომ წიგნი ხელში არ აეღო,დაწყო კითხვა და ამაში სიამოვნებას ჰპოვებდა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ეკლესია კრძალავდა უმეტესად ისეთ ნაწარმოებებს,რომლებსაც მცოდნეები აქებდნენ. ესპანეთში,ვინც ამ აკრძალვას არ ემორჩილებოდა,სამარცხვინო ბოძზე აკრავდნენ,ამათრახებდნენ,ან ციხეში სვამდნენ; ხოლო ჰაბსბურგების მონარქიაში კი სამსახურიდან ითხოვდნენ დიდ მოხელეებს,თუ მათ აკრძალული ნაწარმოების კითხვა დაუმტკიცდებოდათ.
იმ ხუთწლეულში აუარებელი ხალხის თანდასწრებით პარიზში,პანთეონში,გადასვენებული იქნა თავისუფალ მოაზროვნეთა ბელადის ნეშტი,ნეშტი შერისხული ვოლტერისა და იმავე ხუთწლეულში,იმავე პარიზში,მადამ მარიანა ლენორმანმა გახსნა მკითხაობის სალონი,რომელიც უამრავ ადამიანს იზიდავდა. ხოლო ქალბატონი ტიუსოს პანოპტიკუმში ერთიმეორის გვერდით მშვიდობიანად იდგნენ სანთლის ფიგურები წმინდა დენისისა,რომელსაც საკუთარი თავი იღლიაში ჰქონდა ამოდებული და მწვალებელი ვოლტერისა.
იმ ხუთწლეულში ეგვიპტის ქალაქ როზეტაში,არაბეთის რეშიდში აღმოჩენილ იქნა წარწერებით დაფარული ქვა,რომელმაც ფრანგ მკვლევარ შამპოლიონს იეროგლიფების გაშიფვრის შესაძლებლობა მისცა. ანტუან კონდორსემ საფუძველი ჩაუყარა კოლექტივისტურ-მატერიალისტურ ისტორიის ფილოსოფიას. პიერ-სიმონ ლაპლასმა მეცნიერულად ახსნა პლანეტების წარმოშობა. მაგრამ ის,ვისაც არ სწამდა,რომ ქვეყნიერება ბიბლიის მოძღვრების მიხედვით იესო ქრისტეს დაბადებამდე 3988 წლის 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე,ექვს დღეში შეიქმნა,ასეთი კაცი ვერც ესპანეთის სამეფოში და ვერც ჰამბურგის მონარქიაში სახელმწიფო თანამდებობას ვერ ეღირსებოდა.
ამ ხუთწლეულში თომას პაინმა დაწერა რაციონალიზმის სახელმძღვანელო – „გონების საუკუნე”. ამავე დროს შპაიერმაიხერმა დაწერა წიგნი: „რელიგიის შესახებ მიმართვა,რელიგიის მოძულე განათლებული ადამიანებისადმი”,ხოლო ფრანგი პოეტი შატობრიანი რომანტიზირებული კათოლიციზმის მიმდევარი გახდა. წიგნი „რომის იმპერიის დაცემა და დამხობის ისტორია”,რომელშიაც ედვარდ გიბონი შეფარული დაცინვითა და ცივი ირონიით გამოხატავდა ქრისტიანობის აღმოცენებას,როგორც ბარბაროსობისაკენ დაბრუნებას,საყოველთაოდ აღიარებული იქნა ზემოაღნიშნული საუკუნის საუკეთესო ისტორიულ ნაწარმოებად; მაგრამ არანაკლები წარმატება ხვდა წილად „აპოლოგიებს”,რომლებშიაც ეპისკოპოსი რიჩარდ უატსონი მოხდენილად და თავშეკავებულად ცდილობდა გიბონსა და პაინს წინაღდგომოდა. (ავტორი გენია.ჯი)
ფილოსოფიურად მოაზროვნე სახელმწიფო მოღვაწეები და ხარბი საქმოსნები,ჩუმი სწავლულები და ბაზრის მოქაქანე თაღლითები,ძალაუფლების მოყვარული მღვდლები და ყმა გლეხები,ყოველივე მშვენიერებისადმი მგრძნობიარე მხატვრები და ყეყეჩი სისხლისმსმელი ლანდსკნეხტები,ყველანი ერთად ცხოვრობდნენ მცირე ფართობზე შეფარებულნი,ერთიმეორეს ავიწროვებდნენ,ერთმანეთს ხელს უშლიდნენ ჭკვიანნი და სულელნი,ისინი,რომელთა გონებაც პირველყოფილ ადამიანებზე მეტად განვითარებული არ იყო, და ისეთებიც,რომელთა გონება აზრებს ჰბადებდა.,რომლებსაც უმრავლესობა მხოლოდ კიდევ ერთი ყინულოვანი პერიოდის გავლის შემდეგ თუ მიხვდებოდა,ისეთები,რომლებიც მუზით დაჯილდოვებულნი და ყოველგვარი მშვენიერებისადმი მგრძნობიარენი იყვნენ და ისეთებიც,რომელთაც გულს არ უძგერებდა სიტყვაში,ბგერაში და ქვაში განსახიერებული ხელოვნება,ბეჯითი,გამრჯე,ჩამოეჩენილი და ზარმაცი ყველანი ერთი ჰაერით სუნთქავდნენ,ერთიმეორეს ეხებოდნენ,ერთიმეორესთან მუდმივი უშუალო სიახლოვე ჰქონდათ. უყვარდათ და სძაგდათ ერთმანეთი,ომობდნენ,ხელშეკრულებებს სდებდნენ,არღვევდნენ მას,კვლავ ომობდნენ,კვლავ ხელშეკრულებას სდებდნენ,აწამებდნენ,სწვავდნენ,კუწავდნენ ერთიმეორეს,ერთდებოდნენ,ბავშვებს ბადებდნენ და მხოლოდ იშვიათად ღუ უგებდნენ ერთმანეთს. მცირერიცხოვანი ჭკვიანები და ნიჭიერები წინ მიილტვოდნენ,უნიჭო ადამიანები მათ უკან ეწეოდნენ,მტრობდნენ,ბორკილს ადებდნენ,ჟლეტდნენ და ყოველგვარ ღონეს ხმარობდნენ მათ თავიდან მოსაცილებლად. მიუხედავად ამისა,მიდიოდნენ წინ მცირერიცხოვანი ნიჭიერნი,მართალია,შეუმჩნევლად,დიდი ხრიკებითა და დიდი მსხვერპლის ფასად და თან მიათრევდნენ დანარჩენთა მასასაც”. – (ავტორი გენია.ჯი)