სიბერისათვის…

„ერთმა მოხუცმა თქვა: „მრავალი წელი იმის ოხვრაში გავატარე,როცა მოვხუცდები ლამაზმანებს აღარ მოვეწონებიო. ახლა როცა მოვხუცდი,თვითონ აღარ მინდა ისინი და კიდეც რომ მოვისურვო,აღარ შემეფერებაო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიბერეში გაყმაწვილებაზე ფიქრი შეუფერებელია”.

* * *

„უნამუსო და უწმინდური მოხუცებისაგან თავი შორს უნდა დაიჭირო. სიბერეში უფრო მეტი სამართლიანობა გმართებს,ვიდრე ჭაბუკობის ჟამს”.

* * *

„სიბერის ჟამს ყმაწვილურ თავქარიანობას ერიდე,რადგან რაც უფრო ახლოს ხარ სამარესთან,მით უფრო შორს უნდა იყო ყმაწვილური სიმჩატისაგან. ადამიანის ცხოვრება მზის დარია. ახალგაზრდების მზე აღმოსავლეთის ცის კიდურზეა,მოხცუცის კი დასავლეთის ცის კიდურზე. ამიტომ მოხუცს არ შეჰფერის ყმაწვილური ხუშტური”.

* * *

„სიბერე ისეთი ავადმყოფობაა,რომელსაც ვერავისი თანაგრძნობა ვერ უშველის და სიკვდილის გარდა მის წამალს ვერავინ შეამზადებს. ყოველთვის შეიძლება გქონდეს გამოჯანმრთელების იმედი,გარდა სიბერით ავადმყოფობისას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცს ოცდათოთხმეტ წლამდე ყოველდღე ემატება ძალ-ღონე. ოცდათოთხმეტიდან ორმოც წლამდე,როგორც არის,ისევე რჩება,არც იკლებს და არც იმატებს. ორმოციდან ორმოცდაათ წლამდე ადამიანი ყოველ წელს სხეულში ისეთ ნაკლს შეამჩნევს,როგორიც წინა წელს არ შეუმჩნევია. ორმოცდაათიდან სამოც წლამდე ყოველთვიურად ისეთ ხინჯს აღმოაჩენს,რომლის მსგავსი წინა თვეში არ უნახავს. სამოციდან სამოცდაათ წლამდე ყოველ კვირას ისეთ ტკივილს იგრძნობს,როგორიც წინა კვირაში არ უგრძვნია. სამოცდაათიდან ოთხმოც წლამდე ყოველ დღე ისეთი სენი დაეუფლება,როგორიც წინა დღით არ განუცდია. და თუ ოთხმოცს გადააბიჯა,ყოველ საათში ისეთი ტკივილი და ურვა შეიპყრობს,როგორიც ერთი საათის წინ არა ჰქონია”.

* * *

„სიბერის ჟამს ეცადე ერთ ადგილას დასახლდე,რადგან სიბერეში ხეტიალი ვერაფერი სიბრძნეა”.

* * *

„სიბერეში კარგად შენახული ნივთის უფრო კარგად შენახვას ნუ ეცდები,რათა უკეთესი ადგილის ძებნაში ისიც არ დაკარგო”.

* * *

„სიბერის სიმწარე მოხუცზე უკეთ არავინ იცის”.

* * *

„როცა მოხუცდები,ისეთი მოხუცი იყავ,როგორიც მოხუცს შეჰფერის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>