სტალინგრადი – „ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც 1943 წლის 2 თებერვალს ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად სტალინგრადთან საბოლოოდ იქნა განადგურებული გერმანელ ფაშისტთა მე-6 არმია გენერალ-ფედმარშალ პაულიუსის ხელმძღვანელობით,პირველი უცხოელები,რომლებმაც მიწასთან გასწორებული ქალაქი მოინახულეს იმავე წელს,საბჭოთა კავშირში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი – ჯოზეფ ედვარდ დევისი და გაერთიანებული სამეფოს ელჩი – კერი გახლდნენ (1944 წელს სტალინგრადს დე გოლიც ეწვია). (ავტორი გენია.ჯი) „ეს მკვდარი ქალაქია,თქვენ მას ვერ აღადგენთ,რაც მოკვდა,მკვდარია. მე ჯერ არ გამიგია,რომ რომელიმე მკვდარი მკვდრეთით აღმდგარიყო”. – ასეთი უიმედო მომავალი უწინასწარმეტყველა სტალინგრადს (მომავალ ვოლგოგრადს) დევისმა. „ქალაქის ნანგრევები მავთულით შემოღობეთ,როგორც ისტორიული მუზეუმი,კარგ შემოსავალს ნახავთო”. – ეს ბიზნესურად გაანგარიშებული რჩევა კი საბჭოთა ხელისფლებას ერთ-ერთმა უცხოელმა დიპლომატმა მისცა. მიუხედავად ამისა,სტალინგრადი ფენიქსის მსგავსად მაინც იქნა ფერფლიდან აღდგენილი და დღემდეა იქ დაცული გაერთანებული სამეფოს მეფის – ჯორჯ VI-ეს მიერ ქალაქისადმი ნაბოძები ხმალი წარწერით: „ფოლადივით მტკიცე სტალინგრადიის მოქალაქეებს,ჯორჯ მეექვსისაგან ნიშნად ბრიტანელი ხალხის უდიდესი აღტაცებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)