გალაკტიონი ბრაზობდა…
„ვინ მოიგონა ეს პერიოდები! მე,ჩემი შემოქმედება პერიოდებად იყოფა თუ არა,სხვებზე უკეთ არ ვიცი? არავითარი პერიოდები,ეს მხოლოდ უცნაური კრიტიკოსების მოგონილია. რას არ იტყვიან! რას ჩამაცივდნენ და რას გაიძახიან,გალაკტიონის შემოქმედება ორ პერიოდად იყოფაო,გალაკტიონი პესიმისტი იყოო! რა პესიმიზმი და რის პერიოდები! მე მაქვს შემოქმედება ადრინდელი,რევოლუციამდელი და რევოლუციის შემდეგდროინდელი,ესე იგი,ვწერდი ადრეც და ვწერ ახლაც. ესაა პერიოდები? ყველა ლექსს სიცილ-ხარხარით ხომ ვერ დავწერ,ხომ გაქვს ადამიანს განცდები,ჰოდა,ეს არის პესიმიზმი? – კარგი იქნებოდა,რომ ადამიანის მთელი ცხოვრება მზიური და ბედნიერი იყოს,მაშინ ლექსებიც მხოლოდ გამამხნევებელი და გამრთობი იქნებოდა!..” – (ავტორი გენია.ჯი)