ფრანსისკო გოია – „ეპიზოდი”

ერთხელ,მადრიდისაკენ მიმავალ გზაზე გენიალურ ესპანელ ფერმწერს,გრაფიკოსსა და გრავიორს – ფრანსისკო გოიას (1746-1828 წლები) და მის თანმხლებ პირს,გვარად  – ხილს,გზაზე ბანდიტები შემოეყარათ. (ავტორი გენია.ჯი) ეტყობოდა,რომ ბანდიტებმა თავიანთი საქმე კარგად იცოდნენ: ორმა მათგანმა მდიდრულ სამოსში გამოწყობილი სმენადაქვეითებული ვირტუოზი მხატვრის გაჩხრეკა დაიწყო,ხოლო დანარჩენებმა კი გოიას ღარიბი თანამგზავრისა.ამ დროს ხილმა ავაზაკებს ამცნო,რომ ის ბატონი,რომელსაც ისინი ძარცვავდნენ,სახელგანთქმული ხელოვანი გახლდათ.გარდა ამისა,ფრანსისკოს თანამგზავრმა ისიც აუწყა ბანდიტებს,რომ სწორედ მათ მიერ განაძარცვმა პიროვნებამ გამოსახა გასაოცარი სიყვარულით ყაჩაღებისა და კონტრაბანდისტების ცხოვრების ამსახველი სურათები მეფის სასახლის კედლის ხალიჩებზე.მძარცველებზე ხილის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ დიდი გავლენა მოახდინა.ისინი მსხვერპლის მიმართ უმალვე თავაზიანები გახდნენ,დაფაცურდნენ და გოიას წართმეული 600 რეალიდან 300 უკანვე დაუბრუნეს.ამის შემდგომ კი გაკვირვებული მხატვარი სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე მიიპატიჟეს და ტიკჭორიდან თავისი ღვინოც დააგემოვნებინეს.გამომშვიდობებისას,მძარცველებმა ფრანსისკოს მიმართ პატივისცემის ნიშნად თავიდან ფართოფარფლებიანი ვეება ქუდები მოიხადეს და თავაზიანად უსურვეს: „ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გფარვიდეს! თქვენო აღმატებულებავ!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>