ლორენს სტერნის ნააზრევი…
„არასოდეს არაფერში არ ენდოთ ადამიანს,რომლის საქციელში სინდისი არ ურევია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სინდისი,ეს ოდესღაც გონიერი მრჩეველი, – შემოქმედმა რომ ჩვენი სამართლიანი და პირუთვნელი მსაჯულის მაღალ თანამდებობაზე დაგვისვა,მიზეზთა და დაბრკოლებათა უბედური შერწყმის გამო ხშირად ისე ცუდად ხედავს,თუ რა ხდება ირგვლივ,- ისე უნიათოდ უვლის თავის მოვალეობას, – ხშირად უწმინდურადაც კი, – რომ სავსებით არ იმსახურებს ნდობას”.
* * *
„თითოეული ადამიანის დანაშაულებრიობისა თუ უდანაშაულობის შეფასებისას საერთოდ არ გვექნებოდა იმაზე უკეთესი საზომი,ვიდრე მისივე თვითწაქეზების ან თვითგანკიცხვის ხარისხი”.
* * *
„როდესაც კაცი რაიმე წარსულ ამბავზე ფიქრობს, – იგი მიწისკენ ხრის თვალებს, – მაგრამ,როდესაც მომავალზე ფიქრობს,მზერას ზეცისაკენ აღმართავს”.
* * *
„როდესაც მოთმინებას ვიჩენთ,ხანდახან იმის უფლებას ვკარგავთ,რომ შეგვიბრალონ, – მაგრამ უფრო ხშირად ამით სიბრალულის ძალას ვასამკეცებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი რომ სრულიად დაემონება განცდას,რაც მას დაეუფლება, – ანუ,სხვანაირად რომ ვთქვათ,როდესაც მისი ბედაური ლაგამს აიწყვეტს, – მაშინ მშვიდობით ფხიზელო განსჯავ და წინდახედულებავ!”
* * *
„ცოდნის შეძენის წყურვილი,მსგავსად სიმდიდრის მოხვეჭისა,მით უფრო მძაფრდება,რაც უფრო მეტად ვაკმაყოფილებთ მას”.
* * *
„ადამიანური კანონები ისეთი რამ კი არ არის,რომელსაც თავიდანვე ირჩევენ,არამედ ისინი წარმოშვა იმ ბოროტგანმზრახველთა მოქმედებებისაგან დაცვის აუცილებლობამ,ვისი სინდისიც არავითარ კანონს არ ემორჩილება”.
* * *
„ყოველთვის ვიყოთ ღვთის მოშიშნი და ჩვენს ურთიერთობაში ყოველთვის ვიხელმძღვანელოთ კეთილისა და ბოროტის მარადიული საზომებით – აი ის ორი ფიცარი სჯულისა,რომელთაგან პირველი რელიგიურ მოვალეობას გულისხმობს,მეორე კი – ზნეობრივს; ისინი ისე მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი,რომ შეუძლებელია მათი ურთიერთდაშორება ფიქრშიც კი ისე,რომ არ დაამსხვრიო ისინი და არ დააზიანო არცერთი”.
* * *
„ადამიანის წარმატება ცხოვრებაში დამოკიდებულია მისი რეპუტაციის შეუბღალაობაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)