ფრანსისკო გოია – „ეპიზოდი”
ერთხელ გენიალურ ესპანელ მხატვარსა და გრავიორს – ფრანსისკო გოიას (1746-1828 წლები) ესპანეთის ღვთისმოშიშმა მეფემ – კარლოს IV-მ თავისი საყვარელი სალოცავის – წმინდა ანტონიუს პადუანელის სახელობის განახლებული პატარა ეკლესიის მოხატვა მიანდო,რასაც ხელოვანი დიდი სიხარულით დათანხმდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ რელიგიური სიუჟეტების ხატვა გოიას ერთგვარ უხერხულობას უქმნიდა.აღნიშნულ საკითხზე კაეტანასთან გამართული ერთ-ერთი დიალოგისას,ფრანსისკომ ერთობ მრავლისმეტყველი განცხადება გააკეთა: „ – რასაკვირველია,ვისაც თავისი ხელობა ესმის,ყველაფერს დახატავს. მაგრამ წმინდანების ხატვაში მე მოვიკოჭლებ. ეშმაკი შესანიშნავად შემიძლია დავხატო,რადგან ხშირად მინახავს იგი,ხოლო წმინდანები კი იშვიათად”. – (ავტორი გენია.ჯი)