დიმიტრი ყიფიანი – „ეპიზოდი”
სტავროპოლში იძულებითი გადასახლების წინ,დიდი ქართველი მამულიშვილი და საზოგადო მოღვაწე - დიმიტრი ყიფიანი (1814-1887 წლები) ქვიშხეთში გენიალურ ქართველ მგოსანს – აკაკი წერეთელს შეხვდა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,აკაკი დიმიტრისთან თავის უკანასკნელ შეხვედრას ასე იგონებდა: „მისმა მხიარულმა სახემ გამაოცა. ერთი იმ თავითო და მეორე ამ თავითო! – მომაყვირა სიცილით – პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობითვე ვათავებო!..” დაღრეჯილობა რომ შემატყო,სიცილით მითხრა: „ნუ გშურს ჩემთვის ეს ღვთის წყალობაო! უკეთეს ჯილდოს ვერც კი მოვიფიქრებდიო!.. ეს ერთი საუკუნეა,რაც ქართველები ცუდკაცობისათვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილაო და პირველი მერცხალიც მე ვიყოო!.. მართალია,პირველ მერცხალს ხანდახან სუსხი დაჰკრავს და გაზაფხულს ვერ ესწრება,მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული მაინც მოვაო!” – სთქვა და ღრმად ჩაფიქრდა”. – (ავტორი გენია.ჯი)