ჰენრიკ სენკევიჩი წერდა…

„როდესაც მაცხოვარსაც ატყუებ,ჭაობში ეფლობი,რომლის ამონაორთქლი სულს მოგიწამლავს.უნდა ილტვოდე მანამ,ვიდრე ბოროტი სული გაცდუნებდეს,ვიდრე დამდაბლებულხარ და ვიდრე მაცხოვარი არ უარგიყვია. ღმერთი ჯვარს ეცვა,რათა სისხლით გამოესყიდა სული შენი,შენ კი სამარადჟამოდ იბღალავ სულს და ირთავ მას,ვისი ხასად გადაქცევაც გინდოდა. შენ ბიწიერ ვნებას გული გაუღე და ქვესკნელის სულთან გაიყავი ამძორებული სარეცელი. ვინ არის იგი? ანტიქრისტეს მეგობარი და მსახური,მისი გარყვნილების და ბოროტმოქმედების თანამონაწილე… სად წაგიყვანა იმან,თუ არა უფსკრულში,იმ სოდომში,სადაც თვითონ ცხოვრობს, და რაც ღმერთმა თავისი ცეცხლით უნდა აჰგაოს პირისაგან მიწისა. ხოლო მე გეტყვი შენ: „უმჯობესი იყო მომკვდარიყავ,უმჯობესი იყო სახლის კედლები დაგცემოდნენ თავს,ვიდრე გველი შეგპარვოდა გულში და მისი შხამით მოეწამლე. წადი და ღმერთს შეევედრე,დანაშაული შეგინდოს,რადგან კაცს მისი პატიების უნარი არ გააჩნია!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბედნიერება მუდამ იქ არის,სადაც მას ადამიანი ხედავს”.

* * *

„თუკი ყველაფერი იცვლება,ქმრები ცოლებს იცვლიან,ცოლები ქმრებს,მაშ,აზრი რატომ არ უნდა შეიცვალო?”

* * *

„უსიყვარულოდ რომ ადამიანის და ანგელოზის ენით ლაპარაკობდე,მაინც სპილენძის ჟღარუნი იქნება ლაპარაკი შენი”.

* * *

„მომავალი არ შეიძლება არარაობას ეკუთვნოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უნდა შეეგუო იმ აზრს,რომ სხვა თვალი შესაძლოა სხვანაირად ხედავდეს,სხვა გული სხვანაირად გრძნობდეს, და რომ სიმართლე მუდამ ის როდია,რასაც პირადი სარგებლობა მოაქვს”.

* * *

„მე ქრისტე მწამს,ამიტომ უბედური ვერ ვიქნები”.

* * *

„ვისაც კარგ კაცად ყოფნა არ შეუძლია,იგი არამზადა უნდა იყოს,მერე კაიკაცობა ვისთვის არის ძნელი,თუ არა მხოლოდ არამზადისთვის”.

* * *

„ფორტუნას,როგორც ვიცით,თვალი ახვეული აქვს.იგი დღისითაც ვერას ხედავს,თორემ ღამე რას დაინახავს?”

* * *

„თუ ჩემს მადლიერებას ერთი პირუტყვი გირჩევნია,მაშინ შენ თვითონ მეორე პირუტყვი ყოფილხარ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>