ანატოლ ფრანსი წერდა…
„მთელ მტრულად განწყობილ ერებში არც ერთი კაცი არ ფიქრობს იმ დაწესებულების დაფუძნებაზე,რომლებიც სახელმწიფოებზე იბატონებენ და მათ უკანონო ქცევას ცოტათი მაინც ლაგამს ამოსდებენ. და თუ გამოჩნდა კაცი,ვისაც ძალუძს ამ სიახლის დანერგვა,კაცობრიობას ხსნას რომ მოუტანს,მისივე ქვეყნის პატიოსანი მოქალაქენი და სხვა ხალხებიც ყიჟინას დასცემენ: „მამულიშვილურ გრძნობებს გვიბღალავს,მტრის ჟლეტას გვიშლის და სხვის ნაოფლარზე არ გვახარებსო”. მეზობლის ავი ყველას გულით სწადია და ის ერთსულოვნება,მსოფლიოს ხალხები შურსა და მტრობაში რომ იჩენენ,კარგად მოწმობს,თუ რა სახის პროგრესისაკენ მივექანებით”. – (ავტორი გენია.ჯი)