იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი ადვოკატი – კამილ დემულენი (1760-1794 წლები),რომელიც ბრწყინვალე ორატორული ხელოვნების ნიჭით იყო დაჯილდოვებული,გენიალური ძველ ბერძენი მჭერმეტყველის – დემოსთენეს მსგავსად – ენაბრგვილი გახლდათ. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ძველ რომში ორსახოვან იანუსს თაყვანს მიაგებდნენ,როგორც შესასვლელისა და გამოსასვლელის,დასაბამისა და დასასრულის ღვთაებას.ომიანობის ჟამის დაწყებისთანავე, „მარადიულ ქალაქში” წესად ჰქონდათ შეეხსნათ იანუსის ტაძრის კარი,რომელიც ღია რჩებოდა და არ იხურებოდა მანამ,სანამ რომაელები ომს არ დასრულებდნენ.
* * *
3. რამდენიმე გადმოცემის თანახმად,ნორმანდიის ერთ-ერთი ოლქის მონარქი – მეფე ივეტო სამეფო გვირგვინის ნაცვლად ღამის ჩაჩს ატარებდა.
* * *
4. თუკი გამოჩენილ რუს ფილოსოფოსსა და კრიტიკოსს – ბესარიონ ბელინსკის არ მოსწონდა რაფაელ სანტის გენიალური ქმნილება – „სიქსტეს მადონა”,ლევ ტოლსტოი ერთობ უარყოფითად იყო განწყობილი უილიამ შექსპირის უკვდავი პიესის – „ჰამლეტის” მიმართ.თუმცა აქვე შევნიშნოთ,რომ მიუხედავად ამისა,არც ერთ ამ დიდებულ ობიექტს არც არაფერი დაკლებია ამით.
* * *
5. „ზამთრის ქალაქად” წოდებული ესტონეთის დედაქალაქი – ტალინი პირველად წერილობით დოკუმენტში მოხსენიებული იქნა 1154 წელს სახელგანთქმული არაბი გეოგრაფის – იდრისის მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ადრეულ ეპოქებში,სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მაცხოვრბელი პატაგონიელები მეგობრული მისალმების ნიშნად ცეკვის თანხლებით თავზე ქვიშას იყრიდნენ.
* * *
7. „არავინ თავის თავს არ იცნობს”. – აცხადებდა გენიალური ესპანელი მხატვარი – ფრანსისკო გოია.
* * *
8. საყოველთაოდ ცნობილი ჩინელი პოლიტიკური მოღვაწისა და ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის – ჩან კაიშის ვაჟი,კაპიტანი – ჩან ვეკო მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანული ვერმახტის სამხედრო-სასწავლებელში – დესაუ-როსლაუში გადიოდა სწავლის კურსს.
* * *
9. გერმანიის ნაცისტურ ხელისუფლებასთან დაახლოებული გერმანელი კარდინალი და შპაიერის ეპარქიის ეპისკოპოსი – მიხეილ ფონ ფაულჰაბერი (1869-1952 წლები) განსაკუთრებით ამაყობდა,რომ იგი წარმოადგენდა იმ პირველ კათოლიკე ეპისკოპოსს ისტორიაში,რომელსაც რკინის ჯვარი ჰქონდა მინიჭებული ადოლფ ჰიტლერის მთავრობისაგან.
* * *
10. ეკლესიის მიერ „ინტერდიქტის გამოცხადება” – წარმოადგენს ღვთისმსახურების აკრძალვას.მათ შორის ზარების რეკვის,საზეიმო ღვთისმსახურების,ქორწინებისა,წესის აგების აკრძალვას. – (ავტორი გენია.ჯი)