ბრეშას ტრაგიკული ისტორიიდან…
1769 წლის 18 აგვისტოს იტალიის ჩრდილოეთში განთავსებულ ქალაქ ბრეშაში მეხი დაეცა სან-ნაზაროს ბასტიონში განთავსებულ დენთის საწყობს,რამაც საშინელი სიმძლავრის მქონე აფეთქება გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) 90 000 კილოგრამი დასაწყობებული დენთის აფეთქების შედეგად განადგურებული იქნა ბრეშას ერთიმეექვსედი ნაწილი,ხოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად დაიღუპა 2 500-მდე ადამიანი.სწორედ აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ მოხსნა რელიგიური აკრძალვა კათოლიკურმა ეკლესიამ ტაძრებსა და სხვა დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობებზე მეხამრიდების განთავსებაზე,რომელიც თავის მხრივ,ამ მოვლენამდე სულ რაღაც ოციოდე წლით ადრე გამოიგონა აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე ღვაწლმოსილმა დამფუძნებელმა – ბენჯამინ ფრანკლინმა. – (ავტორი გენია.ჯი)