აშშ-ის ორი შტატის უცნაური ოფიციალური სიმბოლოები
როგორც ცნობილია,ამერიკის შეერთებული შტატების თითოეულ შტატს საკუთარი დროშისა და გერბის გარდა სხვადასხვა სახის მრავალი ოფიციალურად დამტკიცებული სიმბოლოებიც გააჩნია. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად – ფრინველები,ცხოველები,მცენარეები,თევზები,მინერალები,კერძები,სიმღერები და ასე შემდეგ… თუმცა ამ დროისათვის აშშ-ის მხოლოდ და მხოლოდ ორიოდე შტატია ისეთი,რომელთა ოფიციალურ სიმბოლოებადაც,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, – მიკრობებია მიჩნეული. ორიგონის შტატის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს „საცხობ საფუარებად” წოდებული ერთუჯრედიანი მიკროსკოპული სოკოს მიკრობი – „Saccharomyces cerevisiae”,რომელიც თავის მხრივ,ფართოდ გამოიყენება პურისა და ლუდის წარმოებაში. ხოლო ნიუ-ჯერსის შტატის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეულია ბაქტერია,სახელწოდებით – „Streptomyces griseus”,რომელსაც აქტიურად იყენებენ მედიცინაში სინთეტიკური ანტიბიოტიკების დასამზადებლად. – (ავტორი გენია.ჯი)