ფარერის კუნძულები – „ეპიზოდი”
ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებული კუნძულთა ჯგუფი – ფარერის კუნძულები,რომელიც 1814 წლიდან მოყოლებული დანიის სამეფოს შემადგენლობაში იმყოფება, XIV საუკუნემდე ნორვეგიას ეკუთვნოდა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით, „ცხვრების კუნძულებად” წოდებული ფარერები დანიისა და ნორვეგიის ერთობლივი გამგებლობის ქვეშ მოექცა,თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 1814 წელს იგი დანიის სამეფოს ერთ-ერთ ავტონომიურ რეგიონად იქცა.ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად,ფარერის კუნძულები ნორვეგიის მეფემ დანიის მეფესთან პოკერის აზარტულ თამაშში წააგო და სწორედ ამ ლეგენდას უკავშირებენ იმ გარემოებას,რომ შოტლანდიასა და ისლანდიას შორის მოქცეულ აღნიშნულ კუნძულებზე დღემდე არ ფუნქციონირებს არც ერთი კაზინო და აზარტული დაწესებულება. – (ავტორი გენია.ჯი)