ფრანც იოზეფ რარკოვსკი – „ეპიზოდი”
„ყოველმა ჩვენგანმა იცის,რომ ამ მშფოთვარე დღეებში დგას ჩვენი ხალხის სიცოცხლის საკითხი; და ყველა,ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ამ საქმეში,ხედავს ბრწყინვალე მაგალითს ნამდვილი მებრძოლისას,როგორიცაა ჩვენი ფიურერი და უმაღლესი მთავარსარდალი,დიდი გერმანიის რაიხის უპირველესი და უმამაცესი ჯარისკაცი,რამეთუ ის არის თქვენთან მოწინავე ცეცხლის ხაზზე”. - ასეთი სახის სამოძღვრო ეპისტოლარული მიმართვა გააკეთა ვერმახტის ჯარისკაცებისადმი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში 1938 წელს გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების მიერ სპეციალურად დაარსებული,ეგრეთ წოდებული – „სვასტიკიანი ეპარქიის” კათოლიკე სამხედრო ეპისკოპოსმა – ფრანც იოზეფ რარკოვსკიმ (1873-1950 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ფიურერის აპოლოგიისა და პოლონეთზე თავდასხმის გამო აღტაცებას ვერ მალავდა გერმანული ვერმახტის უმაღლესი სასულიერო პირი.ის კი არა და, 1941 წლის ზაფხულში რარკოვსკი მიესალმა საბჭოთა კავშირზე თავდასხმას და ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ ვერმახტის ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი შემდეგი სახის ნაცისტრური ჟარგონით გაჟღენთილი განცხადებაც გაავრცელა: „განა ვინმე დაეჭვდება,რომ დღეიდან გერმანელი ხალხი დგას ევროპის ცენტრში და რომ ამ ცნების შინაარსი შორს სცილდება გეოგრაფიულ ან გეოპოლიტიკურ წარმოდგენებს? როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისტორიაში,გერმანია კვლავ გახდა ევროპის მხსნელი,მისი მოწინავე მებრძოლი.ამიტომ მე დღეს შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვა,რომ თქვენ,ძველ მახვილოსნთა მსგავსად,აღმოსავლეთში უნდა შეასრულოთ,ასე ვთქვათ,ერთადერთი დიდი ამოცანა,რომელსაც ჩვენი ხალხისათვის,ევროპისათვის და მთელი კაცობრიობისათვის მოჰყვება უდიდესი,ჯერაც თვალშეუწვდომი შედეგები…” – (ავტორი გენია.ჯი)