„დამაკვირდი”
1. „ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა,დედისა კი – ვერა. დედის დათმობაც არ შეიძლება,რადგან არ მოიპოვება,არც აირჩევა,არც გაიყოფა,შენიც იმდენია,რამდენიც შენი ძმისა,ორნი კი არა,შეიძლება ათნი იყოთ,დედა კი ერთია და ათივესათვის ერთნაირი!” – ოთარ ჭილაძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „უღირსი ცხოვრება და კეთილი რწმენა ერთმანეთში მოუგვარებელი და ჭირვეული მეზობლები არიან”. – ლორენს სტერნი
* * *
3. „მე არ მაშინებს უვიცი ადამიანების მსჯავრი”. – იოანე სოლსბერიელი
* * *
4. „მისხალ საკუთარ ტვინს უფრო მეტი ფასი აქვს,ვიდრე მთელ ტონა სხვის ჭკუას, და მეორეც – ყოველი ჩვენთაგანის ჭკუა თავის საწყისს საკუთარ სულში უნდა პოულობდეს, – და არა სხვებს ესეხებოდეს”. – ლორენს სტერნი
* * *
5. „ადამიანი მუდამ უსამართლო იქნება,მაგრამ ის ხალხიც ყოველთვის უნდა იყოს,უსამართლოდ დასჯილს ვინც თანაუგრძნობს”. – უილიამ ფოლკნერი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „წუთისოფელი არც ისე სწრაფად უნდა მიდიოდეს მიზნისაკენ,როგორც ჩვენ ვფიქრობთ და გვსურს. შემყოვნებელი დემონები ფეხებში გვებლანდებიან ყველგან და ყოველთვის,სულ გვაფერხებენ და გვიშლიან,რომ წინ ვიაროთ,ამიტომ ჩვენ მთლიანობაში წინ მივიწევთ,მაგრამ ნელა”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
* * *
7. „სულელთა თამაშია ადამიანთა ცხოვრება”. – უილიამ შექსპირი
* * *
8. „ნათქვამია: საკუთარ სახლში კედლებიც ეხმარებიან ადამიანსო”.
* * *
9. „სიყვარული ერთია და სამართლიანობა მეორე”. – ოთარ ჭილაძე
* * *
10. „არასოდეს არ უნდა დადუმდე,როცა შენი სინდისი მოითხოვს,რომ ილაპარაკო”. – ლუიტპოლდ შტაიდლე – (ავტორი გენია.ჯი)