ასტრონავტების გაფიცვა აშშ-ის ორბიტალურ სადგურ „სკაილებზე”
1973 წლის 28 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პირველ და ერთადერთ ნაციონალურ ორბიტალურ სადგურ – „სკაილებზე” ახლად მივლენილმა ასტრონავრებმა რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,გაფიცვა მოაწყვეს. (ავტორი გენია.ჯი) აქვე შევნიშნავ იმასაც,რომ ესოდენ უცნაური ფაქტი კოსმოსური მოგზაურობებისა და კვლევების ისტორიაში პირველ და ერთადერთ შემთხვევად არის მიჩნეული დღემდე. „სკაილების” რიგით მესამე ეკიპაჟი კოსმოსური აპარატის პირველი ორი ეკიპაჟისაგან განსხვავებით ახალი თაობის ასტრონავტებისაგან შედგებოდა.მიუხედავად ამისა, „NASA”-ს ხელმძღვანელობამ კვლევების პროგრამა კიდევ უფრო დატვირთა და შესაბამისად,მათი დატვირთვაც ერთიორად გაზარდა.მას შემდეგ,რაც „სკეილების” მესამე ეკიპაჟმა კოსმოსურ აპარატზე ყველა დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა,ხელმძღვანელობისაგან დამატებითი ინსტრუქციები და დავალებები მიიღო,რამაც თავის მხრივ,გადაღლილი ამერიკელი ასტრონავტების არა მხოლოდ დიდი გაღიზიანება,არამედ გაფიცვაც კი გამოიწვია.პროტესტის ნიშნად,კოსმოსურ სივრცეში მოდრეიფე ორბიტალურ სადგურზე მყოფმა ასტრონავტებმა ერთი დღის განმავლობაში ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს დედამიწაზე მყოფ ცენტრთან და მთელი დღე დასვენებასა და კოსმოსიდან დედამიწის ულამაზესი ხედების თვალიერებას დაუთმეს.მოგვიანებით პრობლემა მოგვარებული იქნა და ასტრონავტებმაც პროტესტის ამ უჩვეულო ფორმის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. – (ავტორი გენია.ჯი)