ომარ ხაიამი – „ეპიზოდი”
შუა საუკუნეების გენიალურ სპარს პოეტს,ფილოსოფოსსა და სწავლულს - ომარ ხაიამს (1048-1131 წლები) სელჩუკთა იმპერიის მბრძანებელმა – ნიზამ-ულ-მულქმა,რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ უგანათლებულეს ადამიანად იყო მიჩნეული და რომელიც სახელმწიფოს მართვის შესაშური ნიჭით იყო დაჯილდოვებული,ჩრდილოეთ ირანში,ბინაბუდის მთისწინეთის ნაყოფიერ მიწებზე განთავსებული ქალაქ – ნიშაბურისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მმართველის თანამდებობა შესთავაზა. (ავტორი გენია.ჯი) იდუმალებით მოცული ბიოგრაფიის მქონე ლეგენდად ქცეულმა დიდმა სპარსმა პოეტმა სულთანს მის მიმართ გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისათვის მადლობა კი გადაუხადა,მაგრამ შეთავაზებული წინადადების მიღებაზე უარი შემდეგი სიტყვებით მოახსენა: „ – არავითარი სურვილი არა მაქვს ვმართო ადამიანები. არ მსურს მათ რაიმე ვუბრძანო ან ავუკრძალო. ერთადერთი სურვილი,რაცა მაქვს,არის ის,რომ ჩემი გონება მეცნიერებას მივუძღვნა – ადამიანთა საკეთილდღეოთ!” – (ავტორი გენია.ჯი)