შავბნელი ლაქა ტარას შევჩენკოს ბიოგრაფიაში…
სახელგანთქმული უკრაინელი პოეტის,მხატვრისა და ჰუმანისტის – ტარას შევჩენკოს (1814-1861 წლები) მდიდარ ბიოგრაფიას ერთი ფრიად მნიშვნელოვანი შავბნელი ლაქა ამუქებს და აფერმკრთალებს. (ავტორი გენია.ჯი) 1836 წელს ყველასათვის უცნობმა შევჩენკომ სანკტ-პეტერბურგში განთავსებულ საზაფხულო ბაღში თავისი თანამემამულე,უკრაინელი მხატვარი და პედაგოგი – ივანე სოშენკო გაიცნო.ტარასის გონებრივი შესაძლებლობებით მოხიბლულმა ხელოვანმა რამდენიმე ხანში შევჩენკო ისეთ ცნობილ ადამიანებს გააცნო და დააახლოვა,როგორებიც გახლდნენ – კარლ ბრულოვი,ალექსანდრე ვენეციანოვი,ვასილი ჟუკოვსკი და სხვები.შესაბამისად,იმ პერიოდში ყველასათვის უცნობი შევჩენკო,რომელიც მემამულე – ენგელჰარდტის ყმას წარმოადგენდა,ახლად გაცნობილმა სოშენკომ ცნობად საზოგადოებაში გარია და მის შემდგომ წარმატებულ კარიერას უდიდესი ბიძგი მისცა.ტარასთან დამეგობრებულმა მხატვარმა დიდი ძალისხმევის,მათ შორის გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდის შედეგად იგი ენგელჰარდტის ყმობიდან გამოისყიდა და ღარიბ მეგობარს არა მხოლოდ საკუთარ ჭერქვეშ მიუჩინა ბინა,არამედ ყოველგვარი მაფრველობაც აღმოუჩინა.იმ დროისათვის სოშენკო შეყვარებული იყო 17 წლის ასაკში მყოფ ულამაზეს გოგონაზე – მაშაზე და მასზე დაქორწინებასაც აპირებდა.ერთხელ,შევჩენკომ მეგობრის საცოლე მენატურის ფუნქციის შესრულებაზე დაითანხმა. (ავტორი გენია.ჯი) სურათის ხატვის პროცესში ტარასსა და მაშას შორის სასიყვარულო და ინტიმური ურთიერთობა ჩამოყალიბდა,რაც გაუგებარი არ დარჩენილა სოშენკოსათვის.მეგობრის მიერ ჩადენილი უნაძირლესი საქციელით აღშფოთებულმა სოშენკომ დამწყები მხატვარი – შევჩენკო უმალვე სახლიდან გააძევა და მასთან სამუდამოდ გაწყვიტა კონტაქტი… ტარასსა და მაშას შორის კი რომანი კვლავაც გრძელდებოდა.თუმცა გრძელდებოდა მანამ,სანამ გოგონა არ დაფეხმძიმდა.მას შემდეგ,რაც აღნიშნული ფაქტი ცნობილი შეიქნა პოეტისათვის,მან მყისიერად გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა მაშასთან და იგი მიატოვა.იმის შესახებ,თუ რა ბედი ეწია ტარას შევჩენკოსაგან მიტოვებულ ფეხმძიმე მაშას,არაფერია ცნობილი. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე სოშენკო